წინანდლის ტყეში მხარეებს შორის დაპირისპირების დროს გარდაცვლილ ზვიად ზვიადაურს დღეს, 19 აგვისტოს დაკრძალავენ.
18 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ზურაბ ზვიადაურს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ადვოკატებმა ითხოვეს, ბრალდებული ზურაბ ზვიადაური, ბადრაგის თანხლებით, 19 აგვისტოს, ახმეტაში ძმის დაკრძალვას დაასწრონ.
ცნობისთვის, 16 აგვისტოს, საღამოს, წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის შედეგად, 3 ადამიანი მოკლეს – ზვიად ზვიადაური (ზურაბ ზვიადაურის ძმა), ვასილ ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი. დაიჭრნენ ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი










