პროკურატურამ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
აღნიშნულ ამბავს სოციალურ ქსელში, მომღერალი გელა დაიაური გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ქმედებისთვის ზვიადაური არ უნდა დაისაჯოს.
„კაცს, რომელსაც ძმა და მეგობარი მოუკლეს და მოგერიების მიზნით მკვლელს ესროლა, მერე მკვლელი საავადმყოფოში გადაიყვანა და ჩაბარდა პოლიციას. კაცს, რომელმაც თავისი ქვეყანა ასახელა ოლიმპიადის მოგებით, კაცს, რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება, თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც. P.S. და თქვენ, კლავიატურის მოჩხაკუნენო, ვინც აუგს ამბობთ ზურაბ ზვიადაურზე, უკვე ხართ უნამუსოებიც, უსამართლოებიც და უღმერთოებიც!“ – წერს მომღერალი გელა დაიაური
ოლიმპიურ ჩემპიონსა და პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. წინანდლის ტყეში დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალდება წაუყენეს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.










