მას შემდეგ რაც, ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობას დატოვებს , პენსიის სახით 15 ათას ევროს მიიღებს, იტყობინება Deutsche Welle. კანცლერის პენსიის ოდენობა განსაზღვრულია მისი საქმიანობით ბუნდესტაგში, მინისტრთა კაბინეტში და ფედერალური კანცლერის თანამდებობაზე. აქვე გეტყვით, რომ ფედერალური არჩევნები გერმანიაში 26 სექტემბერს გაიმართება, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი კანცლერის ვინაობაც გაირკვევა.
“ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას!” – ხატია დეკანოიძე
კობახიძემ დაადასტურა მოსკოვში და თბილისში ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა. გუშინდელი დადგმული “გაოგნებული” ზურაბაშვილის ბოდვა დღეს ივანიშვილმა კობახიძეს გაასწორებინა, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით,...










