ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, ქუთაისის მერია უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.
სპეციალური ტრანსპორტი ვაქცინაციის დიდი ცენტრების მიმართულებით, 16 აგვისტოდან იმოძრავებს:
1. მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, კახიანოურის ადმინისტრაციული ერთეულის გავლით – #4 პოლიკლინიკის მიმართულებით;
2. ძელქვიანის ადმინისტრაციულ ერთეულში – კლინიკა „ჰერას“ მიმართულებით;
3.ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში – მაღაზია „ემბავუდიდან“ „თეგეტამოტორსის“ მიმდებარე ტერიტორიამდე, #4 პოლიკლინიკის მიმართულებით;
4.ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში – საპატრულო პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, #4 პოლიკლინიკის მიმართულებით;
5. სულხან -საბას ადმინისტრაციულ ერთეულში – სავაჭრო ცენტრ „ოთხიანის „ მიმდებარე ტერიტორიიდან, გუგუნავას ქუჩა.
6. საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში – საფიჩხიის ცენტრიდან;
7. გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში – ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ;
8. ქალაქ-მუზეუმის ადმინისტრაციულ ერთეულში – ცენტრალური ბაღის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან;
9. უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში – გამარჯვების მოედნიდან;
10. გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში – კინოთეატრ „სულიკოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან.
11. ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში – ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან.
საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტი იმოძრავებს
10 :00 საათიდან 18:00 საათამდე.
აცრის მსურველებს წინასწარი რეგისტრაცია არ დასჭირდებათ, ისინი რეგისტრაციას ადგილებზე, ამცრელ დაწესებულებებში გაივლიან.
წყარო: ფაქტ2