ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ერთი ადამიანი დაჭრეს.
60 წლამდე კაცს სავალუტო ჯიხურთან ახლოს თავს დაესხნენ და ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.
შსს-ში განაცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.










