გასულ ღამეს საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, პირველად 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დმანისის მუნიციპალიტეტში 01:14 საათზე სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
მეორე, 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებიც სოფელ სამებაში, 01:17 წუთზე იყო.










