ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ სანამ ყოველდღიურად, კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალია, მომხრეა, გლოვის დღეები გამოცხადდეს.
“მომხრე ვარ, სანამ კოვიდით ყოველდღე ამდენი ადამიანი იღუპება, ქვეყანაში გლოვის დღეები გამოცხადდეს!!!
ეს ავტომატურად გამორიცხავს დაუსრულებელ ტაშ-ფანდურს და კონცერტომანიას!!!”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსი კიდევ 5 697 პირს დაუდასტურდა.