,,ვერ ვიჯერებ..
გიორგი სულაკაძე
Giorgi Sulakadze
როგორი კარგი, ჭკვიანი, სულ ღიმილიანი..
კოვიდით…
კიდევ ერთი კლასელი აღარ გვყავს???” -წერს ჟურნალისტი თამუნა გვილავა.
გიორგი სულაკაძემ 1991 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის მე-3 საშუალო სკოლა.1993-1998 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.
1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საბჭოს წევრის თანაშემწედ.1999-2001 წლებში მუშაობდა ამერიკული ორგანიზაცია “ინტერნიუს ნეტვორკის” იურისტად.
2001-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის ნორმატიული აქტების ექსპერტიზის სამმართველოს მრჩევლის თანამდებობაზე.
2002-2004 წლებში მუშაობდა ფონდ “ინტერნიუსში” პროექტის -“სამართლებრივი აუდიტი” კოორდინატორად.
2004-2006 წლებში მუშაობდა საადვოკატო ფირმა “პარტნიორი”-ს ადვოკატად.2006 წელს მუშაობდა საადვოკატო ფირმა “გეწაძე, პატეიშვილის” ადვოკატად.
2006 წლის ოქტომბერში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 9 იანვრის №21 ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
გიორგი ასევე იყო საადვოკატო კომპანიის ერთ ერთი დამფუძნებელი.










