იმერეთის რეგიონში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ვაქცინაცია უკვე დაიწყო სოფლებშიც, მოსახლეები აცრას ამბულატორიებში იკეთებენ.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.
გააქტიურებულია 15 22-ის და 144 – 3-ის ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის შესაძლებლობა აქვთ.










