საფრანგეთში ღვინის წარმოება ერთი წლის განმავლობაში 30%-ით შემცირდა. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ღვინის წარმოება 32,6-35,6 მილიონ ჰექტოლიტრამდე შემცირდა.
წინასწარი პროგნოზით, წარმოება 2017 წლის დონეზე დაეცემა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.
საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის წარმოების შემცირება გაზაფხულის უხვნალექიანობითა და ყინვებით არის გამოწვეული.










