ამერიკული ავიაკომპანია United Airlines Holdings-მა თანამშრომლების ვაქცინაცია სავალდებულო გახადა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.
“ფაქტები თავისთავად მეტყველებს, რომ ყველა უსაფრთხოდ არის, როდესაც ყველა აცრილია. გასული წელიწადნახევრის განმავლობაში კომპანიამ ათობით სამძიმრის წერილი გაუგზავნა COVID-19–ით გარდაცვლილი თანამშრომელთა ოჯახებს”,- ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ წერილში.
United Airlines Holdings პირველი ამერიკელი ავიაკომპანიაა, რომელმაც თანამშრომელთა ვაქცინაცია სავალდებულო გახადა.
მანამდე, კომპანიამ თანამშრომლების ვაქცინაცია ხელფასის მომატებითა და შვებულების გახანგრძლივებით წაახალისა. შედეგად, დასაქმებულთა დაახლოებით 90% აირცა.










