კასპის სოფელ გოსტიბეში 60 წელს გადაცელებული ქალი გაუჩინარდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნანული ოდიშვილი-მიგრიაული სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე პირუტყვის მოსაძებნად გუშინ, შუადღისას გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ.
ქალს ოჯახის წევრებთან და თანასოფლელებთან ერთად სამართალდამცველები და მაშველებიც ეძებენ.