მალხაზ აბაშიძე კაპრალი, მხედრული მამაცობის მედალის მფლობელი. დაიბადა 1975 წელს. დაიღუპა 2008 წელს.
მამა, არ შეგეშინდეთ, ჩვენ მალე დავბრუნდებით – ამ სიტყვებით დააიმედა მალხაზმა მამა 7 აგვისტოს. მას შემდეგ მისი ხმა მშობლებს არ გაუგონიათ.
შვილის გვარი 9 აგვისტოს გარდაცვლილთა სიაში ამოიკითხეს.
მალხაზ აბაშიძის მამა ყვება: მალხაზი 8 აგვისტოს დაიღუპა ცხინვალში, ცხელ ხაზზე საავიაციო დაბომბვისას.
მეგობრები მიყვებოდნენ, ცხელ ხაზზე რომ ვიყავით, გვამხნევებდა, აბა ბიჭებო, ყველაფერი კარგად იქნებაო. ჭურვის ნასხლეტი მოხვედრია და ადგილზევე გარდაცვლილა. ❤??
#დიდებაგმირებს ❤??









