დილის ვარჯიში ჭამამდე, თუ ჭამის შემდეგ?
საუკეთესო ვარიანტია მონაცვლეობა. კვირაში ორჯერ უზმოზე ვარჯიში, ისიც ნაკლებად დატვირთულ დღეებში.
თავად მიხვდებით რომელი ვარიანტია თქვენთვის უფრო მისაღები.
მთავარია გაიაზროთ, რომ მშიერზე ვარჯიშს უკეთესი შედეგი არ მოაქვს.
დილას ვარჯიშისას რთულია მოასწრო სრულფასოვანი კვება, გააკეთო საჭირო შუალედი და შემდეგ დღის გეგმასაც არ ჩამორჩე.
ამიტომ, ვარჯიშამდე მცირე წასახემსებელი, ან სულ რამდენიმე კოვზი საუზმის ულუფიდან, მეტ ენერგიას მოგცემთ და მეტ კალორიას დაწვავთ.