გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში მაშველები არასრულწლოვანს ეძებენ.
არსებული, მოზარდი თევზაობის დროს დინებამ გაიტაცა.
ადგილზე მეხანძრე მაშველები და მყვინთავები მუშაობენ. ტერიტორიაზე იმყოფება ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფიც.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი თევზაობდა, რა დროსაც ის დინებამ გაიტაცა. ინციდენტი დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.