მოთხოვნების გაცნობის შემდეგ გულწრფელად გეტყვით, საოცრად გაკვირვებული დავრჩი. ის, რასაც ვთვლით, რომ არის ჩვენი საერთო მიღწევა და ვცდილობთ ყოველდღიურად გადავდგათ ნაბიჯები თბილსერვისის მუშაობის განვითარებისკენ, წინსვლისკენ, შემოგვიბრუნდა როგორც მოთხოვნა, რომლის მიღწევასაც თითქოს გაფიცულები ითხოვდნენ. რაც შეეხება ხელფასებს, რა თქმა უნდა, მე მგონია არავინ არ დავობს იმაზე, რომ არსებული ხელფასები არის ძალიან ცოტა. იყო პირობა მიცემული ამ ადამიანებზე და ეს გაჟღერებული იყო და ყველამ იცოდა, რომ 2022 წლის იანვარშ ჩვენ დავუბრუნდებოდით ისევ ხელფასის თემას. ტყუილია ის, რომ თითქოს ზაფხულის ცხელ დღეებშ ზამთრის უნიფორმით უწევთ ადამიანებს მუშოაბა. არ შევდივარ პოლიტიკურ ოპონენტებთან დავაში, პოლიტიკურ თემებზე, მაგრამ არასდროს მოგცემთ უფლებას პროვოკაცია მოუწყოთ თბილისელებს, შელახოთ და ფეხქვეშ გათელოთ თბილისის იმიჯი, – ამბობს კალაძე ვიდეომიმართვაში.
“ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას!” – ხატია დეკანოიძე
კობახიძემ დაადასტურა მოსკოვში და თბილისში ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა. გუშინდელი დადგმული “გაოგნებული” ზურაბაშვილის ბოდვა დღეს ივანიშვილმა კობახიძეს გაასწორებინა, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით,...










