“შეიძლება ეშმაკობაზე წავიდეს თეატრი, წავიდეს დათმობაზე და გავაკეთოთ შოუები, 10 სპექტაკლიდან, ახალგაზრდული სპექტაკლებიდან , რაც მათ მოსწონთ, რაც მათ უხარიათ, ბოჰემური რაღაცეები, მერე მიაწვდი რაღაცეებს ზომიერად, 10 სპექტაკლიდან 1 შექსპირი იყოს.
იმას რომ შეუყვარდე მერე, ფსიქოლოგიურ დრამაში რომ თამაშობ, იქაც მოვა შენს სანახავად. მე არ მიყვარს თეატრი, რომელიც სულ თავს აქნევს და მთავრობას ეფერება, ყველა მთავრობას, მე არ ვგულისხმობ დღევანდელ მთავრობას.
დღეს ჩვენი ქვეყანა არის დიდი ფულის მქონე პატარა კაცების ხელში”-ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი დავით როინიშვილი. სრულის გადაცემის ლინკი იხილეთ აქ: https://youtu.be/iVrq8Se0n6o