ამის შესახებ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია იუწყება.
ტაძარი წმინდათა თავთა მოციქულთა პეტრე და პავლეს სახელობისა.
,,დღეს წმინდა სერაფიმე საროველის ხსენების დღესასწაულზე, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მმართველმა მიტროპოლიტმა საბამ, სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურში აკურთხა წმინდათა თავთა მოციქულთა პეტრე და პავლეს სახელობის ტაძარი. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს
1/08/2021″ – წერია ხონისა და სამტრედიის ეპარქიის ფეისბუქის გვერდზე და იქვე გამოქვეყნებულია ფოტო მასალა.













