“სკოლის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მქონდა შემთხვევა , კრიტიკული და კრიზისული შემთხვევა, ორ საჯარო სკოლასთან , სადაც დირექტორი ჩაგრავს მასწავლებელს არასწორად, რატომ ჩაგრავს, უფრო სიღრმისეულად წაგვიყვანს და არ შევჩერდები.
ის რომ პედაგოგს ეკუთვნის სამუშაო საათი 15 და ნეპოტიზმის გამო არ აძლევ 5 საათის მეტს და დანარჩენი მის ახლობელზე აქვს გადანაწილებული, ეს ქეისი დღესაც მაქვს წარმოებაში.
მოხდა ისე, რომ 2 სკოლა მყავდა სამიზნედ ამოღებული, რადგან ვიცავდი მათთან დასაქმებულ პედაგოგს, ორივეს დირექტორი პასუხისგებაშია მიცემული და დირექტრობიდან გათავისუფლებულია განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, რომ დარღვევები კი არა, კასკადი ჰქონდათ და მათ მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლბლივი დევნა.
როგორც კი მოვითხოვ საბანკო ანაგრიშების ამონაწერებს თქვენ უნდა ნახოთ ერთმანეთს რაებს წერენ, მერე მათ “სქრინებს” მე მიგზავნიან, ჩატი აქვთ ეტყობა დირექტორებს.
ჩატში დაწერენ- ჭელიძე ამოწყდა. საბანკო ანაგრიშებს რომ ვითხოვ ინფარქტამდე მიდიან, ახლა 2 განცხადება, 3 -იც გავუგზავნე ერთ-ერთ საჯარო სკოლას და იქ დასაქმებულმა მასწავლებლებმა დამირეკეს , მოვიდა თუ არა შენი ფოსტა და წაიკითხა სამივეჯერ სასწრაფო გამოიძახაო”-ლევან ჭელიძე










