,,ქვეყანაში,სადაც ჯოყოლას ისტორია დაიწერა,სტუმარს არ უნდა კლავდნენ…თუმცა სტუმარს არსად არ უნდა კლავდნენ და საერთოდ,არავის არ უნდა კლავდნენ ამ სამყაროში…
როცა მოდიოდა,ოცნების ქვეყანაში მივდივარო,ამბობდა ალბათ…როგორი აღტაცებით უყვებოდა თურმე მეგობრებს,სასწაული ქვეყანააო საქართველო…
ქართველებს უღიმოდა.
ქართველები შეიყვარა.
ქართველებით აღფრთოვანდა…
ვერ ვიქართველეთ ჩვენ და…
ავსტრალიელი გოგოს ცოდვით დამძიმდა საქართველო…მიწა არ წითლდება…თუმცა სირცხვილისგან იწვის…ცოდვილი ადამიანების სიმძიმისგან იტანჯება…უფალო,შეგვინდე!..
ვაი,სირცხვილო!..”-წერს ოთო დანელია.










