წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჩინოში, მდინარე ინწარში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. “კურიერის” ინფორმაციით, ის სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. მამაკაცი დღეს მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
ცხედარი წყლიდან უკვე ამოყვანილია და ის ქუთაისში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.










