LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქართული არხები, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

დაპოსტა 2021/07/31-ში
A A
105
ნახვა
გაზიარება

ხვალიდან ქართული არხები, შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების – „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.

კერძოდ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დასახელებული ტელეარხების მოთხოვნაა 1-ლი აგვისტოდან ტრანზიტორი კომპანიების ქსელში გაითიშოს ეს ტელეარხები ან გაფორმდეს ხელშეკრულება და კომპანიებმა თითოეულ აბონენტზე გადაუხადოს მათ 3 ლარი დღგ-ს გარეშე.

„პაკეტში შედის ის წამყვანი ეროვნული მაუწყებლები, რომლებიც გამოირჩევიან არამარტო განსხვავებული პოლიტიკური პოზიციებით, არამედ წარმოადგენენ ერთმანეთთან სრულიად დაპირისპირებულ მხარეებს, რომლებიც მაყურებელს სთავაზობენ აბსოლუტურად განსხვავებულ პროგრამებს და პოლიტიკურ ანალიზს.

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები გამოთქვამენ შეშფოთებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

  • დასახელებული ეროვნული მაუწყებლები ექცევიან სავალდებულო ტრანზიტის (Must Carry) მოთხოვნის ფარგლებში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონით „მაუწყებლობის შესახებ“ და რაც გულისხმობს მაუწყებლების სავალდებულო ჩართვას ყველა ტრანზიტორი კომპანიის ქსელში.
  • მაუწყებლები ვრცელდებიან ღია ეთერში, რაც უზრუნველყოფს მათ ხელმისაწვდომობას სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე. იმისთვის, რომ მოსახლეობამ უყუროს ამ ტელეარხებს შეუფერხებლად, ეს მაუწყებლები თავად უხდიან გამავრცელებელს (მულტიფლექს ოპერატორი) საკმაოდ სოლიდურ თანხებს, ასევე უზრუნველყოფენ შეუფერხებელ მაუწყებლობას თანამგზავრული სისტემებით. მხოლოდ კაბელით გავრცელება არის ფასიანი. შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის მოთხოვნის წაყენება, რომ მათ ქსელში გავრცელება იყოს ფასიანი და მომხმარებელმა ამ არხების ყურებაში გადაიხადოს დამატებითი თანხა, არის დისკრიმინაციული მოთხოვნა, რაც ზღუდავს ქვეყანაში განსხვავებული ინფორმაციის მიღების თავისუფლებას და ეწინააღმდეგება ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპს.
  • მაუწყებლების და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნა ემთხვევა ქვეყანაში დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ქვეყანაში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გამოიწვევს ხარჯების არამართლზომიერ ზრდას და აუცილებელი გახდება ფასების მნიშვნელოვნად გაზრდა, რაც გამოიწვევს მომხმარებელთა საყოველთაო უკმაყოფილებას და აგრესიას. შესაბამისად, ტრანზიტორი კომპანიების მიერ მოხდება გათიშვა ამ არხებისა, რაც გამოიწვევს დიდ საერთაშორისო რეზონანსს, რაც ჩრდილს მიაყენებს ქვეყნის იმიჯს, მედია პლურალიზმს, ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და სიტყვის თავისუფლების გარანტირებულ უფლებას, გახდება არაერთი სპეკულაციის საბაბი, რაც საბოლოოდ მაინც დააზარალებს მოსახლეობას და ქვეყანას. შესაბამისად, არ გვსურს სატელეკომუნიკაციო ოპერატორები ჩართულნი იყვნენ ისეთ პროცესებში, რაც დამაზიანებელია სახელმწიფო ინტერესებისთვის და რაც შეიძლება შედიოდეს კიდეც გარკვეული ძალების მიზნებში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ტრანზიტორი კომპანიებისთვის ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნა არის დისკრიმინაციული, არღვევს მომხმარებელთა უფლებას, მიიღონ განსხვავებული ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რა საშუალებით მიეწოდებათ მათ სიგნალი (ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი).

ვფიქრობთ, ეროვნული მაუწყებლების ქსელიდან გათიშვა გახდება აუცილებელი, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აღნიშნულს კანონის საფუძველზე უზრუნველყოფს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც, კომპანიების მონიტორინგითა და მათთვის სანქციების დაწესებით, რაც დიდი ალბათობით გარდაუვალი იქნება თავად მაუწყებლებისა და „მედია რაითს ჯორჯიას“ მოთხოვნის საფუძველზე. ეს კი შექმნის ქვეყანაში კიდევ უფრო დაძაბულ ვითარებას.

შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ავტორიზებული პირების ქსელში არ გაითიშოს არც ერთი ეროვნული მაუწყებელი. ამისათვის, კი ყველა სათანადო უწყებამ უნდა მიიღოს გადამწყვეტი და სასწრაფო ზომები საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე.

მიგვაჩნია, რომ უნდა მოწესრიგდეს სავალდებულო და ფასიანი ტრანზიტის საკითხები ერთმნიშვნელოვნად და საბოლოოდ, ისე, რომ მუდმივად არ ხდებოდეს მაუწყებელთა მხრიდან მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომები და სავალდებულო ტრანზიტის (Must Carry) თემა მოწესრიგდეს იმგვარად, რომ გამოხატავდეს მის ნამდვილ არსს და არ რჩებოდეს მხოლოდ ქაღალდზე, საკუთარი თავის მოსატყუებლად, რომ ქვეყანაში მოქმედებს Must Carry. ქვეყანაში მოქმედებს Must Carry მახინჯი ფორმით, რაც გულისხმობს, რომ მაუწყებლები ავალდებულებენ კომპანიებს მათი არხები სავალდებულო წესით ჩასვან ქსელში, მეორეს მხრივ კი შეუძლიათ მათი სიგნალის გავრცელება გახადონ ფასიანი, რაც იწვევს სავალდებულო წესით მომსახურების გაძვირებას ან მათი ქსელიდან გათიშვას, რასაც არასდროს მოყოლია კარგი შედეგები არც მედიისა და არც ქვეყნის ინტერესებისთვის.

იმედს გამოვთქვამთ, საკითხს მიექცევა სათანადო ყურადღება და მისი გადაწყვეტა არ დააზარალებს როგორც ბიზნესს, ისე მოსახლეობას,“-აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება42

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში მოზარდს ზებრაზე ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

დღეს ქუთაისში მოსწავლეს ზებრაზე ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა მე-13 საჯარო სკოლასთან მოხდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დედა ავრცელებს და წერს რომ ქალაქასი განუკითხაობა. მისი თქმით ბავშვს ფეხი აქვს ნაღრძობი. ,,დღეს მე-13 სკოლასთან...

დაწვრილებითDetails

რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძეზე ახალ წერილში

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

👉 "საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში: ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია (ვაქცინების დეფიციტი), ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, მინუს ექვსპროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა,...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს მოტო ფედერაცია“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
„საქართველოს მოტო ფედერაცია“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

მოტოსპორტში საქართველოს ორგზის ჩემპიონი და 2025 წლის წრიული რბოლის რეკორდსმენი დავით რობანიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „საქართველოს მოტო ფედერაცია“ ავრცელებს. დავით რობანიშვილი რუსთავის ავტობანზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. 'რობანა უდაოდ...

დაწვრილებითDetails

სიცოცხლე რომ გიხაროდა და ის სიცოცხლე მოგისპეს, ჩვენო ცელქო ბიჭო, აღარა გვყავხარ – ტრაგიკულად დაღუპულ მცირეწლოვანს ემშვიდობებიან

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
სიცოცხლე რომ გიხაროდა და ის სიცოცხლე მოგისპეს, ჩვენო ცელქო ბიჭო, აღარა გვყავხარ – ტრაგიკულად დაღუპულ მცირეწლოვანს ემშვიდობებიან
მთავარი

ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის დრო დაღუპულ მცირეწლოვანს, სანი ცეცხლაძეს სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან. „სანი ჩვენო პატარა ჩვენო ცელქო ბიჭო, აღარა გვყავხარ, ბარტყი. საშინელება დაგვატრიალე თავზე დეე, გენაცვალე ჩვენო პატარა, სიცოცხლე დაგისრულეს...

დაწვრილებითDetails

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ფრინველთა სასაკლაოში

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
იმერეთში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ინდივიდუალური მეწარმე ვ.  ზ.-ს  კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო (მისამართი:გორი რაიონი, სოფ, კარალეთი)  შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმე  სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა....

დაწვრილებითDetails

20 ათას კილოგრამზე მეტი ყურძნის ჩაბარებას ყალბი ცნობების გამოყენებით ცდილობდნენ

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მცდელობის, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე, ორ პირს...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 4 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის სამი უცხო...

დაწვრილებითDetails

როგორია ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც კორპუსიდან ნასროლი სკამი დაეცა

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

პირველ სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის მეათე სართულიდან ნასროლი სკამის დაცემის შედეგად დაშავებული მოზარდის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ვატო ნარსავიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მძიმე...

დაწვრილებითDetails

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი  აქტიური დღე გელით. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციების ფონზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დღეა გეგმების დასალაგებლად და დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ტყუპები  კომუნიკაციისთვის წარმატებული...

დაწვრილებითDetails

29 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"