“ამხელა პოსტი დავწერეთ, ხალხი გვყავდა მონიშნული , ეს ეხება გუბერნატორს, ქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ვისაც ამ საკითხის მოკითხვა შეუძლია აბსოლიტურად ყველას და ვიღაცა ხომ უნდა გამოგვეხმაუროს.
ეს ქუთაისს არ ეკადრება, აქეთ მილიონ ლარს ხედავ მიდის ,,ამერიკაში” , ქუთაისელი კალათბურთელიც იშვიათობაა ჩვენს კლუბში.
ქუთაისში საერთოდ არ რჩება ეს ფული. 3-4 თვე ქუთაისის სპორტ. სკოლაში გავიდა ისე, რომ ფინანსები არ არსებობდა, ფარები მოტყდა და ბავშვებს ავარჯიშებდნენ კენკვაში , ფეხში გატარებაში.
ახლა გამაგებიეთ,რანაირად უნდა ისროლოს და რანაირად უნდა ისწავლოს ბავშვმა ფარის გარეშე? ამის ვიდეოებიც და ფოტოებიც გვაქვს.
იქეთ მიდის უზრმაზარი ფული და აქეთ, ბავშვთა კალათბურთი არ აინტერესებს არავის. მწვრთნელები მიდიოდნენ-მოდიოდნენ, უკან მობრუნებული არ გვინახავს არავინ, დარბაზში შემოხედილი არ გვინახავს არავინ, ის ბავშვები, რომლებიც გასახდელში საპირფარეშოს ვერ რეცხავენ, ჩვენი მომავალია, ჩვენ ამაზე ვფიქრობთ და ამათ ამის ხედვა არ გააჩნიათ.
აქ არანაირი სიყვარული, მოტივაცია არ ასებობს. აქ ერთადერთი მოტივაციაა ამ გუნდმა იარსებოს, გავიდეს თუნდაც მე-7, მე-8 ადგილზე, უბრალოდ თვის ბოლოს შესაბამის რიცხვში დაირიცხოს ხელფასი”- განაცხადა თაზო ცირეკიძემ გადაცემაში ,,შუადღე ქუთაისში”.










