LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უცნობია, სად გადადის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი და ხელოვნების მუზეუმის ევაკუაციის გეგმა

უცნობია, სად გადადის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი და ხელოვნების მუზეუმის ევაკუაციის გეგმა

დაპოსტა 2021/07/31-ში
A A
102
ნახვა
გაზიარება

უცნობია, სად გადადის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი და ხელოვნების მუზეუმის ევაკუაციის გეგმა, ამის შესახებ მუზეუმის ყოფილი მმართველი და ამჟამად ლაბორანტის პოზიციაზე მყოფი ეკა კიკნაძე წერს.

,,შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციების ევაკუაციის შესახებ, რომელსაც მინისტრ წულუკიანის მიერ დანიშნული ახალი დირექცია გეგმავს.

ევაკუაციის საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, შენობის რეაბილიტაციის დასრულებამდე, კოლექციები განთავსდებოდა ეროვნული მუზეუმის კუთვნილ შენობებში:

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (ოქროს ფონდი), ხელოვნების მუზეუმის ახალი სივრცესა და ეროვნულ გალერეაში.

არცერთი კოლექცია ეროვნული მუზეუმს არ ტოვებდა. ევაკუაციის პროექტი არაერთგზის წარდგენილია როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო პროფესიული წრეებისთვის, განხილულია პარლამენტის საკომიტეტო მოსმენასა და კულტურის სამინისტროში მოწვეული უწყებათაშორისი კომისიის წინაშე (2018-2020 წწ.).

ევაკუაციის საავტორო პროექტზე ვმუშაობდით ეროვნული მუზეუმის სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების დიდი გუნდი, ხოლო მის უშუალო განხორციელებაზე პასუხისმგებლები ვიყავით მე – მუზეუმის მმართველი, ჩემი მოადგილე და მუზეუმის კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მინისტრმა წულუკიანმა ამა წლის 20 აპრილს დანიშნა ახალი დირექცია.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემუშავებული პროექტი აქტუალური აღარ არის.

რადენიმე დღის წინ, ოფიციალური წერილით, მოვითხოვე ევაკუაციის ახალი გეგმის გაცნობა. პასუხად, დღეს მიღებული ბრძანების თანახმად მუზეუმის მმართველის თანამდებობიდან გადაყვანილი ვარ ლაბორანტის პოზიციაზე 😀 ეტოყობა, მინისტრმა, რომელსაც ძალიან „ვუყვარვარ, ახალ დირექტორს უთხრა, ,,ჩამოალაბორანტებო“.

მას კი დოჩანაშვილი არ წაუკითხავს და პირდაპირ გაიგო.
ასევე, პოზიცია შეეცვალათ:
Darejan Gogashvili დარეჯან გოგაშვილს (მუზეუმის რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულების ხელმძღვანელი), ვის მიერაცაა შემუშავებული (კოლეგების ჯგუფთან ერთად) კოლექციების გადაადგილების სქემა, ტრანსპორტირებისთვის საჭირო პროფესიული ინვენტარი და მათი სპეციფიკაცია;

დინარა ვაჩნაძეს (კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი), რომელიც პასუხისმგებელი იყო ევაკუაციისას კოლექციების დოკუმენტირების უკიდურესად საპასუხისმგებლო პროცესსზე.

პოზიციების ცვლილების თანახმად, არცერთი ჩვენგანი აღარ იქნება ჩართული ევაკუაციის პროცესში.

შესაბამისად, არ გვექნება მონიტორინგის საშუალება.
ევაკუაციის პროცესს უხელმძღვანელებს:

ახალი დირექტორი (პროფესიით – სამართალმცოდნე), მისი ორი მოადგილე – ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი.

პროცესში ჩართული არ იქნება ეროვნული მუზეუმის სპეციალისტების გუნდი. მხოლოდ ხელოვნების მუზეუმში არსებული ინტელექტუალური რესურსი (ფერწერის, გრაფიკის და ქსოვილების შესანიშნავი რესტავრატორების გათვალისწინებითაც კი), ევაკუაციის მასშტაბთან მიმართებაში, აბსოლუტურად არარელევანტურია.

ევაკუაციის ახალი დოკუმენტი, სადაც პროცესი დეტალურად იქნება გაწერილი, ჩვენთვის ცნობილი არ არის. ეჭვი მაქვს, ასეთი უბრალოდ არ არსებობს.

სიტყვიერად გაჟღერებული განზრახვები არის საგანგაშოდ არაპროფესიონალური და საფრთხისშემცველი, როგორც კოლექციების უსაფრთხოების, ისე სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან მათდამი დიდი ინტერესის გათვალისწინებით.
უცნობია კოლექციების განთავსების სქემა.

უცნობია, სად გადადის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი.
ამ (და სხვაც) მიზეზების გამო, დაუშვებელია ევაკუაციის დაწყება, სანამ ახალი გეგმა არ გახდება საჯარო ყველა დაინტერესებული პირისთვის და არ იქნება შეფასებული სპეციალისტების მიერ.

შეგახსენებთ, რომ საუბარია სხვადასხვა შედგენილობის, სიძველის და მდგომარეობის (ხშირ შემთხვევაში, უმძიმეს) კოლექციებზე, რომელიც არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კუთვნილებაა და რომელთა დაძვრისთვის სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების არმიაა საჭირო.

ჩემი კოლეგები და მე ვიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას. ეს ჩვენი ბრძოლა იქნება.

ბრძოლა უნდა დაიწყოს თითოეულმა თქვენგანმაც. ამ ქვეყნის მოქალაქეები სისტემატურად ვხედავთ, როგორ მარცხდება კულტურული მემკვიდრეობა.

მარცხდება გადაწყვეტილების მიმღებთა არაკეთილსინდისიერების ან არაპროფესიონალიზმის მიზეზით, ვხედავთ როგორ ინგრევა და ნადგურდება ის.
ხელოვნების მუზეუმი უნდა გახდეს შემთხვევა, სადაც მემკვიდრეობა გაიმარჯვებს. სხვაგვარად შეუძლებელია.”- წერს მუზეუმის ყოფილი მმართველი ეკა კიკნაძე.

გაზიარება41

დაკავშირებული -პოსტები

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა
მთავარი

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.   „155 წელი შესრულდა დიდი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან! ზაქარია...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად...

დაწვრილებითDetails

იარაღის მუქარით მოქალაქეებს ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი მოიპარეს და შემდეგ ავარიაში მოხვდნენ – რა მოხდა მაგისტრალზე

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ისევ თავს დაესხნენ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ერთ კვირაში უკვე მეორედ დაესხნენ თავს. შემთხვევა ბათუმში, ევროპის მოედანზე, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.   რამდენიმე დღის წინ კობა ფარტენაძეზე...

დაწვრილებითDetails

სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია. მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწაული, 19 აგვისტო....

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს არჩევანის გაკეთება საკუთარ სურვილსა და სხვის მოლოდინებს შორის. ნუ იჩქარებ. ფინანსურად კარგი დღეა დაგეგმვისთვის, მაგრამ არა სპონტანური ხარჯებისთვის. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს დაალაგებს.   კურო საქმეების...

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში
მთავარი

“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე  ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...

დაწვრილებითDetails

გაფილტრეთ ტკივილი ბრაზისგან – მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანს მიმართავს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
გაფილტრეთ ტკივილი ბრაზისგან – მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანს მიმართავს
მთავარი

ნატა ვიბლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი დაზარალებულს მიმართავს და ურჩევს “გაფილტროს ტკივილი ბრაზისგან, ფაქტი - ვარაუდისგან, დამნაშავე კი - უდანაშაულოსგან.“   როგორც კუბლაშვილი ამბობს, თვითონაც არაერთი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"