LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მზის სხივებს კორონავირუსის განადგურება შეუძლია- ნანა გეგეჭკორი

ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები ნანა გეგეჭკორისგან

დაპოსტა 2021/07/30-ში
A A
104
ნახვა
გაზიარება

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს სცემს პასუხს.

„სამწუხაროდ ვერ ავუდივარ 5-10 წუთში ერთხელ მოწერილ წერილებს. კითხვები ერთი და იგივეა. ყველა კითხვაზე არის პასუხები ჩემი და ჩემი კოლეგების პოსტებსა თუ ლექციებში, და მაინც ასეულობით წერილი პირადად ითხოვს მათზე პასუხს. რამდენიმეს აქ შევაჯამებ.

უნდა აიცრას თუ არა ადამიანი ქრონიკული დაავადრბებით? – რაც უფრო გრძელია თქვენი დაავადებების სია და რაც მეტ პრეპარატს ღებულობთ მით უფრო აუცილებელია ვაქცინაცია. არა აქვს მნიშვნელობა რა დაავადება გჭირთ. მთავარია თქვენი ქრონიკული დაავადებები მწვავე ფაზაში არ იყოს.

ცალცალკე დაავადებების მოწერას აზრი არ აქვს, პასუხი ყველა ასეთ კითხვაზე იგივეა.

უნდა შევწყვითოთ თუ არა წამლები ვაქცინაციის დღეს? – არც ერთი მედიკამენტის, რასაც ქრონიკული პრობლემების სამკურნალოდ იყენებთ, შეწყვეტა საჭირო არ არის. არც ერთის…

ეგრეთ წიდებული „სისხლის გამათხელებლები“ გვჭირდება თუ არა პოსტვაქცინაციურ პერიოდში? – ვაქცინაცია ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გახდება ამ პრეპარატების დანიშვნის მიზეზი. სამწუხაროდ ბევრი შემთხვევაა როცა ამას ექიმის დანიშნულებით აკეთებენ. მცდარია ეს მოსაზრება. ამ წუთისთვის არც ერთი კვლევა არ არსებობს რაც ამ გადაწყვეტილებას შეიძლება დაედოს საფუძვლად.

ვაქცინაცია ფერტილობაზე ახდენს გავლენას? – ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი მონაცემი რომ ვაქცინაციას შეუძლია უშვილობის პროვოცირება. საერთოდ არანაირი… იყო კვლევა სპერმის ხარისხზე Pfizer-ით აცრილებში. კვლევამ აჩვენა რომ ფაიზერით აცრილებში სპერმის ხარისხი არ იცვლებოდა

ვიცრებით თუ არა ისინი ვინც ორსულობას უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ? – აუცილებლად ვიცრებით რომ ორსულობამ მშვიდად ჩაიაროს. ორდოზიანი ვაქცინებისას ორივე დოზიდან ორ კვირაში ვითვლებით აცრილად და ამის შემდეგ ორსულობის დაგეგმვა უსაფრთხოა.

ვცრით თუ არა ორსულებს? – ამერიკული ვაქცინებით და ასტრაზენეკათი ორსულების ვაქცინაცია დასაშვებია. ვინაიდან ამ ჯგუფში რანდომიზირებული კვლევა არ არსებობს, ორსულებს მოუწოდებენ რისკების გათვალისწუნებით მიიღონ გადაწყვეტილება.

ამ დროისთვის არსებულმა რეტროსპექტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულებში რნმ ვაქცინებით და AstraZeneca-თი აცრა უსაფრთხო იყო.

რამდენად უსაფრთხოა ბავშვების კოვიდვაქცინაცია? – ამერიკაში დაშვებულია Pfizer-ით ვაქცინაცია 12 წლიდან ზემოთ. კვლევა დაასრულა Moderna-მ და როგორც ვიცი მალე შეუერთდება Pfizer-ს ამ მხრივ. უსაფრთხოების პროფილი ამ ასაკობრივ ჯგუფში საიმედოა.

იყო რამდენიმე შემთხვევა მიოკარდიტის, თუმცა სერიოზული გართულებები აქამდე არსებულ შემთხვევებს არ მოჰყოლია და ამიტომ ჩაითვალა რომ ვაქცინაციით მიღებული სარგებელი მკვეთრად მეტია ერთეულ გართულებებთან შედარებით.

შესაძლებელია თუ არა შერეული ვაქცინაცია? – ამის პრაქტიკა უკვე ნამდვილად არსებობს. კვლევებში დადასტურდა რომ პირველ დოზად AstraZeneca და მეორე Phaizer-ი მძლავრი იმუნური პასუხით ხასიათდება.

ასეთ პრაქტიკას აქტიურად იყენებს გერმანია, თუმცა საქართველოში ვერანაირ ვაქცინებს ვერ შეურევთ და ვერც ბუსტერს გაიკეთებთ. ამგვარი პროტოკოლი ქვეყანას არ გააჩნია და შესაბამისად ლეგალურად შერეული ვაქცინაცია შეუძლებელია.

ალერგიები და ვაქცინაცია – არანაირი ალერგიული რეაქცია, გარდა ერთი შემთხვევისა, ვაქცინაციის უკუჩვენება არაა. მხოლოდ ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინაში შემავალ რომელიმე კომპონენტზე ითვლება უკუჩვენებად. ანაფილაქსიური რეაქცია მწერების ნაკბენზე ან რაიმე სხვა მედიკამენტზე არ ითვლება რნმ და დნმ ვაქცინების უკუჩვენებად.

თუ რომელიმე ვაქცინის პირველ დოზაზე განვითარდა ანაფილაქსიური რეაქცია მეორე დოზა აღარ კეთდება.

ვიცრებით თუ არა კოვიდის გადატანის შემდეგ? – მე ავიცერი კოვიდგადატანილი, ანტისხეულების საკმაოდ მყარი ტიტრით. ვაქცინაცია შესაძლებელია კოვიდის გადატანიდან 30 დღის გასვლის შემდგმომ თუ სამკურნალოდ ანტისხეულების კოქტეილი ან პლაზმა არ იყო გამოყენებული.

ამ პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში უნდა დაელოდოთ 90 დღის გასვლას. ვაქცინაციის წინ ანტისხეულების ტიტრის გასინჯვა აუცილებელი არ არის. ეს საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვერ იცრებით, გინდათ გაახანგძლივოთ მოლოდინის პერიოდი და გაინტერესებთ რამდენად გაქვთ იმუნური პასუხი.

კოვიდ-იმუნიტეტი მხოლოდ ანტისხეულები არ არის. ანტისხეულების არ არსებობის პირობებში იმუნური მეხსიერება მაინც გაქვთ. ზუსტად არავინ იცის ანტისხეულების რა ტიტრი ითვლება საიმედოდ. სწორედ აქედან გამომდინარე არ ვიყენებთ ამ ანალიზს რუტინულად.

საჭიროა თუ არა ვაქცინაციამდე კვლევების ტარება? – არა. თუ რამე სპეციფიური დაავადების კლინიკური ნიშნები არ გაქვთ არანაირი ანალიზები ან გამოკვლევები არ გჭირდებათ.

რომელი ვაქცინაა ყველაზე ეფექტური? – სიკვდილისგან და ჰოსპიტალიზაციისგან დაგიცავთ ევროპის და ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული თითქმის ყველა ვაქცინა. ცხადია ეფექტურობის ხარისხი განსხვავდება. თუ არჩევანი გაქვთ რნმ ან დნმ ვაქცინები ბევრად უფრო ეფექტურია. თუ არჩევანი არ გაქვთ ჩინური წარმოების ვაქცინები სულ არაფერს ნამდვილად ჯობია.

ვინ უნდა აიცრას? – ყველა! სამწუხაროდ ბავშვებს ამერიკის გარდა არც ერთი ქვეყანა არ ცრის, ცხადია ვერ აცრით საქართველოშიც.

დაშვებული ასაკობრივი ჯგუფის ფარგლებში უნდა აიცრას ყველა ვისთვისაც საკუთარი და სხვა ადამიანების სიცოცხლე ძვირფასია. ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება მკვლელობაში მონაწილეობის ტოლფასია.

P.S. კომენტარებში დასმულ კითხვებიდან ვეცდები იმათ გავცე პასუხი რომლებზეც ინფორმაცია ჩემს კედელზე არ მოიპოვება. სამწუხაროდ შეუძლებელია ფიზიკურად გავწვდე ათასობით კითხვას“, – წერს ნანა გეგეჭკორი

გაზიარება42

დაკავშირებული -პოსტები

ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

30 წლამდე ახალგაზრდა ქალი ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. ამ წუთებში მიმდინარეობს ცხედრის მდინარიდან ამოყვანის ოპერაცია. ინფორმაციას ,,თაიმერი" ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ჭიათურა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 3...

დაწვრილებითDetails

მაქვს იმედი რომ სიმართლე იზეიმებს – გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

გიგა ავალიანის საქემზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ანასტასია ბერუაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილი  “ამ საქმეში მართლაც რომ თავში კი არა შუაშიც არაა.“ მისი თქმით, ის რომ...

დაწვრილებითDetails

გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
მთავარი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში...

დაწვრილებითDetails

კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

 სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა Youtube-ზე 12 წლის წინ გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ისმის ბიჭის ხმა - "კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები". 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს,...

დაწვრილებითDetails

აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით – აშშ-ის საელჩო

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
„ დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი…”- ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობა, - ამ განცხადებით აშშ-ს საელჩო საქართველოში 2008...

დაწვრილებითDetails

ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან
მთავარი

"ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე... ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან. მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს... დღეს დილას უკანასკნელად მომესალმე, თურმე. ისღა დაგვრჩა ნუგეშად, შენი თავი გვაპოვნინო..." - 6...

დაწვრილებითDetails

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა
მთავარი

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7...

დაწვრილებითDetails

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე ხელს შეგიწყობთ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებასა და ახალი მიზნების დასახვაში. შესაძლოა, საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას გააქრობს.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ემოციური...

დაწვრილებითDetails

7 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 7 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებსაღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"