ლაშა ბექაური, რომელმაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და სოლიდური თანხა მოიგი, ნაჩუქარი ფულით ემიგრანტი დეიდის და ბებისი საქართველოში დაბრუნებას აპირებს.
ცნობისთვის ლაშამ ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ქართველის მეტოქემ აქტიურად დაიწყო, მაგრამ ბექაურმა თავი კარგად დაიცვა, მალე კი ვაზარი თავად აიღო, გერმანელი სპორტსმენის შებოჭვამდე კი მხოლოდ სამი წამი დააკლდა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა!









