საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში 32 წლის მწყემსს ეძებენ.
ახლობლების ინფორმაციით, ჯომართ ახმედოვი სახლიდან 25 ივლისს გავიდა. კაცმა უკანა ფშავის მიმართულებით, ცხვარი წაიყვანა და აღარ დაბრუნებულა.
გაუჩინარებულის ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა, რომელიც მწყემსის ძებნის სამუშაოებს აწარმოებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.









