,,თუ ვინმე ფიქრობს, რომ ერეკლე მეორე მოატყუეს რუსებმა და ხელი ისე მოაწერინეს ტრაქტატზე, ძალიან ცდება.
ერთის მხრივ, მოსყიდულმა თავად-აზნაურობამ, სამღვდელოებამ და სამეფო ოჯახის წევრებმა, მეორე მხრივ – რუსეთის რეზიდენტების და აგენტების მიერ საქართველოს მეგობრების წინააღმდეგ ინტრიგებმა და მტრების მხარდაჭერამ, შექმნა ის პირობები, რომ ერეკლე მეორე იძულებული იყო ხელი მოეწერა.
ტრაქტატის ძირითადი პუნქტებია საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკაში დამოუკიდებლობის ჩამორთმევა და საქართველოს ეკლესიის მეთაურის იმპერიის ეკლესიის სინოდში შეყვანა. დღესაც ეს უნდა რუსეთს და ვფიქრობ, საბჭოთა კავშირის მერე ყველაზე ახლოსაა ამ მიზანთან.”-წერს გიგი თევზაძე.










