“ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც ჩვენს გვერდითაა!
პაუზა მოკლე ხნიანი აღმოჩნდა, ხვალიდან ყველა კინოში!
თანდათან შემოგთავაზებთ სიახლეებს, თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს!!!” – ეს განცხადება კინო საქართველომ თავის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
“მეგობრებო, კინოთეატრი დროებით წყვეტს ფუნქციონირებას, სხვა ობიექტები აგრძელებენ მუშაობას უწყვეტ რეჟიმში!
გემშვიდობებით, მალე შეხვედრამდე“
“ძვირფასო მეგობრებო, ორშაბათიდან, 26 ივლისიდან კინო საქართველო წყვეტს ფუნქციონირებას!
მადლობა ერთგულებისთვის” – ნათქვამი იყო მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










