SOS!!! იმერეთში გასული 24 საათის განმავლობაში 4189 კვლევა გაკეთდა. დადებითია 362. დადებითობის მაჩვენებელი 9 % ს ასცდა. დღეს ინფიცირებულებიდან, არსებული ლეტალობის სტატისტიკით 5 შესაძლოა დაიღუპოს კოვიდთან ბრძოლაში. არ გაფიქრებთ ეს??? გაიკეთეთ პირბადე ყველგან, მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს, უარი თქვით დიდ სუფრებსა და თავშეყრებზე. დაგვეხმარეთ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი მეგობრები მეზობლები, ოჯახის წევრები. რა გვჭირს ხალხო!?ადამიანი ხომ მოაზროვნე არსებაა ამ პლანეტის. რატომ უნდა დაგვჭირდეს ჯაჭვი?” – წერს სოციალურ ქსელში გოჩა გიორგიძე.
საქართველოდან უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ...










