LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“მშიშარა და უმაქნისი კაცების მოგონილია ეგ სიტყვები და საუკუნეებია გწამლავენ” – გიორგი კეკელიძე ქალებს მიმართავს

წლების წინ იყო სრულიად მიუღებელი დრო – გული მერევა იმ საკუთარ თავზე – რას წერს გიორგი კეკელიძე

დაპოსტა 2021/07/27-ში
A A
104
ნახვა
გაზიარება

,,რადგანაც ჩემი წინა ნაწერი ბუნდოვანი გამოდგა (რაც გასაკვირი არ უნდა იყოს ახლა) , მოვიკრებ ძალას და დავწერ ხელახლა.
ჩემს ცხოვრებაში წლების წინ (თუმცა წლებს მნიშვნელობა ნაკლებად აქვს), იყო სრულიად მიუღებელი დრო. სრულიად. ამას ვერ ვაცნობიერებდი მაშინ – ოდნავაც, მაგრამ დღეს გეტყვით პირდაპირ და უხეშად – გული მერევა იმ საკუთარ თავზე, იმ ფლირტებზე, რომელსაც შეეძლო ინტერპრეტაციის დაშვება ან გაუცნობიერებელი ზიანის მოტანა. ამას პირველ რიგში ვწერ მათთვის, ვისაც გიორგი კეკელიძე ღმერთივით კაცი ჰგონია და აქ ბევრია ასეთი. მეც ადამიანი ვარ, უამრავი შეცდომით. ძალიან ბევრით. რაც შეეხება უშუალოდ ქალებს, არაერთი მათგანისთვის წლების მერე ბოდიში მომიხდია, სწორედ ამ სიტყვით – ,,გულისრევა”. ზოგისთვის თუ არ – ახლა ვუხდი ბოდიშს. თუმცა ძალადობრივი არაფერი ჩამიდენია. არასდროს. და ამას ვერ და არ დავიბრალებ.
შეიძლება ვინმეს არაგულწრფელად მოეჩვენოს ნებისმიერი რამ რასაც ახლა ვიტყვი – რეპუტაციის შენარჩუნებისთვის ნათქვამი ბოდიში და ა.შ. ეს რეპუტაცია მე ჩემი საქმის საკეთებლად მჭირდებოდა, საქმის რომელიც ძალიან, ძალიან მიყვარს. მაგრამ მზად ვარ ჩემი საქმიანობა შევაჩერო ყველა სფეროში – შევხვდე ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, ყველა ორგანიზაციას, ფემინისტურს თუ სხვას – ვინც კომპეტენტურია. მოვუსმინო, ვუპასუხო და გადავწყვიტო.
და კიდევ – მე თავს მსხვერპლად არ მივიჩნევ. ვწერ ამ ყველაფერს, ცხადია, დიდი ტანჯვით და ტკივილით – ვაღიარებ – რადგან არ ვიყავი ჩვეული ამგვარ მდგომარეობას და რომ არ ვიყავი, ესეც ჩემი ნარცისისზმის ბრალია. მსხვერპლი არ ვარ და ამიტომაც, თქვენ, ძალიან, ძალიან გთხოვთ, არ გალანძღოთ არცერთი ქალი, ვინც აქ რამეს დაწერს.” – წერს გიორგი კეკელიძე.

ცნობისთვის, კომპანია The Body Shop-მა, რომელიც თავის მოვლის პროდუქციასა და კოსმეტიკურ ხაზს აწარმოებს, განაცხადა, რომ ქალების გაძლიერების მიზნით წიგნი გამოაქვეყნა. პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში გაიმართა.

წიგნს სახელად შეიყვარე თავი შენი ჰქვია. ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მისი მიზანი ქალთა გაძლიერება და სტანდარტებისგან გათავისუფლებაა და მასში 13 ქალის რეალური ისტორიაცაა მოცემული, თუმცა, წიგნის შვიდივე ავტორი კაცია.

ავტორები არიან:

  1. გიორგი კეკელიძე;
  2. ბასა ჯანიკაშვილი;
  3. დათო გორგილაძე;
  4. ალექსანდრე ლორთქიფანიძე;
  5. ირაკლი შამათავა;
  6. გია მურღულია;
  7. ტორესა მოსი.

კომპანიის ინიციატივას, რომ 7-დან არც ერთი ქალი ავტორი არ ჰყავდა წიგნს, რომელიც ქალების პრობლემებს და გაძლიერებაზე უნდა ყოფილიყო, კრიტიკა მოჰყვა, რასაც The Body Shop ამ კომენტარით გამოეხმაურა:

“სწორედ იმიტომ რომ საპირისპირო სქესისგან ხდება უმეტესად დამცირება, სილამაზის სტანდარტებში მოქცევა და ა.შ. წიგნის პირველი სერიის ნოველები დაწერეს მამაკაცებმა, რათა ამ მამაცი ქალბატონების ადგილზე წარმოედგინათ თავი. მეორე გამოცემაზე მუშაობა მიმდინარეობს აქტიურად, აქ იქნება უფრო მეტი ქალბატონის რეალური ისტორია გადმოცემული და ასევე, უფრო მეტი ქალი მწერალი ჩართული”.

ფეისბუქპოსტი, რომლის კომენტარებშიც კომპანიის მიერ იდეის განხორციელების გზას აკრიტიკებდნენ, The Body Shop-მა მოგვიანებით წაშალა.

გაზიარება42

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ...

დაწვრილებითDetails

ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს ცხრა პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა. შსს-ს ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი  აქტიური დღე გელოდებათ. სამსახურში ინიციატივა შედეგს მოგიტანთ, თუმცა ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. საღამოს დასვენება დაგჭირდებათ. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დღეა გეგმების დასალაგებლად და მნიშვნელოვანი საქმის დასასრულებლად. პირად ურთიერთობაში...

დაწვრილებითDetails

30 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მოზარდს ზებრაზე ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

დღეს ქუთაისში მოსწავლეს ზებრაზე ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა მე-13 საჯარო სკოლასთან მოხდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დედა ავრცელებს და წერს რომ ქალაქასი განუკითხაობა. მისი თქმით ბავშვს ფეხი აქვს ნაღრძობი. ,,დღეს მე-13 სკოლასთან...

დაწვრილებითDetails

რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძეზე ახალ წერილში

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

👉 "საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში: ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია (ვაქცინების დეფიციტი), ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, მინუს ექვსპროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა,...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს მოტო ფედერაცია“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
„საქართველოს მოტო ფედერაცია“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

მოტოსპორტში საქართველოს ორგზის ჩემპიონი და 2025 წლის წრიული რბოლის რეკორდსმენი დავით რობანიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „საქართველოს მოტო ფედერაცია“ ავრცელებს. დავით რობანიშვილი რუსთავის ავტობანზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. 'რობანა უდაოდ...

დაწვრილებითDetails

სიცოცხლე რომ გიხაროდა და ის სიცოცხლე მოგისპეს, ჩვენო ცელქო ბიჭო, აღარა გვყავხარ – ტრაგიკულად დაღუპულ მცირეწლოვანს ემშვიდობებიან

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
სიცოცხლე რომ გიხაროდა და ის სიცოცხლე მოგისპეს, ჩვენო ცელქო ბიჭო, აღარა გვყავხარ – ტრაგიკულად დაღუპულ მცირეწლოვანს ემშვიდობებიან
მთავარი

ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის დრო დაღუპულ მცირეწლოვანს, სანი ცეცხლაძეს სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან. „სანი ჩვენო პატარა ჩვენო ცელქო ბიჭო, აღარა გვყავხარ, ბარტყი. საშინელება დაგვატრიალე თავზე დეე, გენაცვალე ჩვენო პატარა, სიცოცხლე დაგისრულეს...

დაწვრილებითDetails

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ფრინველთა სასაკლაოში

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
იმერეთში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ინდივიდუალური მეწარმე ვ.  ზ.-ს  კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო (მისამართი:გორი რაიონი, სოფ, კარალეთი)  შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმე  სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"