კოვიდის გადატანიდან 180 დღის შემდეგ დელტა (ინდური) ვარიანტით რეინფიცირების რისკი 1.5X გაზრდილია ალფა (ბრიტანული) ვარიანტთან შედარებით,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
„2021 წლის თებერვლამდე ვინც გადაიტანა კოვიდი მათ განსაკუთრებით ვთხოვ დაიჭირონ თადარიგი ვაქცინაციაზე.
სურვილის შემთხვევაში კოვიდის დადასტურებიდან 30 დღეში შესაძლებელია ვაქცინაციის ჩატარება,“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.