LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ უნდა დაიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

როგორ უნდა დაიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

დაპოსტა 2021/07/20-ში
A A
60
ნახვა
გაზიარება

ზაფხულის დადგომასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა ჩნდება – როგორ დავიცვათ თავი სიცხისა და მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან?

 

ზედმეტად ცხელ ამინდში, შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმის დამცავმა სისტემებმა ვერ უზრუნველყოს სხეულის შესაბამისი გაგრილება და განვითარდეს სითბური დაავადებები, რაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება და შესაძლოა, ლეტალური შედეგითაც დამთავრდეს.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით რისკის ქვეშ იმყოფებიან:

 

• ახალშობილები, ბავშვები და მოხუცები (დეჰიდრატაცია ვითარდება სწრაფად).

 

• ადამიანები გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით.

 

• ადამიანები ენდოკრინული და ნევროლოგიური დარღვევებით.

 

• ინდივიდები, რომლებიც იღებენ ზოგიერთ მედიკამენტს (ფენოთიაზინები, ბარბიტურატები, დიურეტიკები).

 

• ჭარბი წონის მქონენი.

 

• ფიზიკური პირები, რომელთაც მუშაობა უწევთ არავენტილირებულ გარემოში.

 

• ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლები.

 

სითბური დაავადებების თავიდან აცილება შესაძლებელია, ამისათვის საჭიროა ნებისმიერმა ადამიანმა გაითვალისწინოს საკუთარი ორგანიზმის მდგომარეობა.

 

შესაბამისად, იხილეთ NCDC-ის რეკომენდაციები:

 

“გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები, რათა თავიდან აიცილოთ სითბოსთანდაკავშირებული ავადობა და სიკვდილობა:

 

• ეცადეთ იყოთ სიგრილეში, კარგად კონდიცირებად გარემოში, რაც პირველ დამცავ ფაქტორს წარმოადგენს სითბოსთან დაკავშირებული ავადობის და სიკვდილობის პრევენციაში.

 

• დღის განმავლობაში მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე (თუ ექიმი გიზღუდავს დიდი ოდენობით სითხის მიღებას, ჰკითხეთ, რა მაქსიმალური რაოდენობის სითხის მიღება შეგიძლიათ ცხელი დღეების განმავლობაში).

 

• შეზღუდეთ ალკოჰოლი და ზედმეტად ტკბილი სასმელის მიღება, ასევე ზედმეტად ცივი წყალი (შესაძლოა განვითარდეს კუჭის სპაზმი).

 

• მიიღეთ მინერალები და მარილები

 

• ატარეთ ღია შეფერილობის, ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტასაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი, მუქი ფერის სათვალეები.

 

• სიფრთხილით დაგეგმეთ გარეთ შესასრულებელი სამუშაოები.

 

• გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებში და მოხუცებში, ცხელ ამინდში, სწრაფად ვითრდება დეჰიდრატაცია, ამიტომ, ხშირად შესთავაზეთ მათ სითხე.

 

• არ დატოვოთ ბავშვები და მოხუცები მანქანაში უმეთვალყურეოდ.

 

სითბურ დაავადებებთან ერთად ზაფხულის ცხელ დღეებში ხშირია მზით დამწვრობის შემთხვევებით,განსაკუთრებით, ახალგაზრდა გოგონებში, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუჯი ნიშნავს კარგ ჯანმრთელობას და ესთეტიკურ სილამაზეს, თუმცა, დერმატოლოგები განმარტავენ, რომ ნამზეურევი არის მზისგან გამოწვეული კანის დაზიანება, რომელიც ჩნდება ულტრაიისფერი სხივებით კანის პიგმენტური უჯრედების დაზიანებისას.

 

გასათვალისწინებელია, რომ ხშირი გარუჯვა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, კანის კიბოს განვითარების რისკის მომატებას. მზის სხივებმა არამარტო კანის პრობლემები, არამედ მხედველობის დარღვევებიც შესაძლოა გამოიწვიოს, მაგალითად – კატარაქტა, რაც სიბრმავის გამომწვევი წამყვანი მიზეზია.

 

მზის სხივებით და სოლარიუმებში ზედმეტად დასხივების შემთხვევაში ვითარდება კანის დამწვრობა. ამ დროს ვლინდება შემდეგი სახის სიმპტომები: სისუსტე, დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა, ტკივილი, შესაძლოა განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა.

 

მზეზე ან სოლარიუმში ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ, ასეთი სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღეთ ასპირინი ან აცეტამინოფენი (ტილენოლი), რათა მოიხსნას დამწვრობის დისკომფორტი და ანთება. დაზიანებულ უბნებზე დაიფინე ცივი კომპრესები, მიიღე ცივი აბაზანა, წაისვი ალოეს ექსტრაქტის შემცველი გამაგრილებელი გელი.

 

მიმართეთ ექიმს, თუ:

 

• დამწვრობა მიიღო 1 წლამდე ასაკის ბავშვმა,

 

• განვითარდა ცხელება (მოიმატა სხეულის ტემპერატურამ),

 

• გაჩნდა სითხით სავსე ბუშტუკები და ძლიერი მტკივნეულობა.

 

დაიმახსოვრეთ:

 

• მზით დამწვრობის შემდეგ მოერიდეთ მზეზე განმეორებით გასვლას

 

• არ გახეთქოთ დამწვრობის შემდეგ წარმოქმნილი ბუშტუკები

 

მზით დამწვრობის რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან:

 

• ადამიანები, რომელთაც აქვთ ღია შეფერილობის კანი და თმა, ლურჯი თვალები.

 

• 6 წელზე ნაკლები და 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანები.

 

მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად:

 

• შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პიკის საათებში (შუადღემდე 2 საათით ადრე და 2 საათით გვიან). მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც.

 

• საგულდაგულოდ შეიმშრალეთ სხეული წყლის წვეთებისგან, რამდენადაც მათ ლინზის ეფექტი აქვთ და აძლიერებენ მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას.

 

• ყურადღება მიაქციეთ ულტრაიისფერ (UI) ინდექსს, რაც მზით დამწვრობის განვითარების რისკს გვიჩვენებს.

 

• ატარეთ ღია ფერის (გამონაკლისია თეთრი ფერი), ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტასაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი; მუქი სათვალეები 99-100%-ით დამცავი ეფექტით.

 

• გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის SPF (მზისგან დამცავი ფაქტორი) 30 და მეტია. წაისვით ის მზეზე გასვლამდე 20 წთ-ით ადრე და ყოველ 2 საათში. დამცავი კრემი უნდა შეირჩეს კანის ტიპისა და ულრტრაიისფერი სხივების ინტენსიობის შესაბამისად. მოერიდეთ გაურკვეველი ხარისხის უცნობი კრემის გამოყენებას,” – ნათქვამია NCDC-ის რეკომენდაციაში.

 

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

მანქანა ქვეითს დაეჯახა

by მეგა TV
მაისი 17, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

გარდაბანში მანქანა ქვეითს დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა 24news ge ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა იმ ტერიტორიის მახლობლად მოხდა, სადაც 2 დღის წინ ავარიას 8 ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 17 მაისს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 17, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

17 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება

by მეგა TV
მაისი 17, 2026
0
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
მთავარი

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. 17 მაისთან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 10:00 საათზე საყოველთაო შეკრება დაიწყება საქართველოს 10 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში,...

დაწვრილებითDetails

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
მაისი 17, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და ენერგიული იქნება. კარგი დროა დაგეგმილი საქმეების დასასრულებლად და ახალი იდეების გასაჟღერებლად. ემოციურ ურთიერთობებში მოთმინება დაგჭირდებათ.   კურო ფინანსურ საკითხებში ყურადღება გამოიჩინეთ — შესაძლოა მოულოდნელი ხარჯი გამოჩნდეს....

დაწვრილებითDetails

ცნობილია ხრამში ნაპოვნი მამაკაცის ვინაობა

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
ცნობილია ხრამში ნაპოვნი მამაკაცის ვინაობა
მთავარი

შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, ხრამ­ში 35 წლის მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი, სა­ვა­რუ­დოდ, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ხევ­ში გა­და­ვარ­და. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლი მა­მა­კა­ცი ნო­დარ მი­ქე­ლა­ძეა, რო­მე­ლიც სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და....

დაწვრილებითDetails

ხრამში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ხულოს მუნიციპალიტეტში ხრამში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.    

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
ქუთაისის მერია ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მერია ინფორმაციას ავრცელებს 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით. 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ეძღვნება ოჯახის სიწმინდის დღეს, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. 11:00 საათიდან მსვლელობის დასრულებამდე,...

დაწვრილებითDetails

16 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

16 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.     ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა...

დაწვრილებითDetails

ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
მთავარი

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.   გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს სტუ­დენ­ტი იყო და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი. გო­გო­ნა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და....

დაწვრილებითDetails

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   შესაძლოა, დღეს სხვადასხვა საკითხების მოგვარება ერთდროულად მოგიწიოთ. აკონტროლეთ ემოციები და საკუთარი შესაძლებლობები. ერთბაშად, რამდენიმე საქმის კეთება, ამ ეტაპზე, სავსებით შეუსაბამო და უადგილოა.   კურო   ცვლილებებისთვის კარგი დროა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"