“დღეს Facebook-მა ოფიციალურად დაგვიდასტურა, რომ ალტ-ინფოს Facebook გვერდი ”სამართლიანი არჩევნების” შეტყობინების საფუძველზე წაიშალა.
”სამართლიანმა არჩევნებმა” Facebook-ს მიმართა და ალტ-ინფოს მიერ მის პლატფორმაზე გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისა და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების შესახებ აცნობა.
Facebook-ის შესაბამისი განყოფილების გადაწყვეტილებით, ალტ-ინფომ Facebook-ის გამოყენების წესები და პოლიტიკა დაარღვია.
”სამართლიანი არჩევნები” აგრძელებს სოციალურ მედიაში გავრცელებული ძალადობის წამახალისებელი გზავნილების მონიტორინგს და სოციალური მედიის პლატფორმების ინფორმირებას.” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ”სამართლიანი არჩევნების” ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ.