პარლამენტში, სადაც შს მინისტრი ვახტანგ გომელური მივიდა, ჟურნალისტებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ლექსო ლაშქარავას ფოტოები მიიტანეს და ტრიბუნასთან გაშალეს. პარალელურად მედიის წარმომადგენლებმა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ბანერი გაშალეს.
პერფორმანსმა “ქართული ოცნების” დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია, მათ პლაკატების წართმევა სცადეს.
დეპუტატები და ოპოზიციის წარმომადგენლები, მთავრობის გადადგომასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით პარლამენტმა მაუწყებლობის სიგნალი გათიშა, თუმცა სხდომაზე დამსწრე ჟურნალისტები მიმდინარე მოვლებენის ტრანსლირებას პრესის აივნიდან ახორციელებენ.
ამჟამად ტრიბუნა ოპოზიციის წევრების მიერ არის გარშემორტყმული და გომელაური გამოსვლას ვერ ახერხებს.










