ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში წყლის მწვავე დეფიციტის გამო დაწყებულ საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ხუზისტანის პროვინციის ქალაქ შადეგანში მოხდა.
ირანის პროვინცია ხუზესტანში წყლის დეფიციტის გამო, საპროტესტო აქციები დაიწყო.
ოფიციალური პირების ცნობით, წყლის დეფიციტი მდინარე კარუნის დაშრობამ განაპირობა. აქციაზე იარაღიდან ისროლეს, რის შედეგადაც სცენაზე მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრობლემის მიზეზი არასწორი მენეჯმენტი და კორუფციაა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაწვეს საბურავები, გადაკეტეს გზა. ირანის უსაფრთხოების ძალები აქციის დაშლას ცდილობენ.










