ბელგიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ 20 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა.
მისი თქმით, ეს შესაძლოა, იყოს ყველაზე კატასტროფული წყალდიდობა, რაც კი ქვეყანას ოდესმე უნახავს.










