გერმანიაში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 141-მდე გაიზარდა.
98 ადამიანი რაინლანდ-პალატინატის რეგიონში დაიღუპა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალებულ ზონად მიიჩნევა. დაკარგულად ითვლება 1 300-მდე ადამიანი. 43 ადამიანი კი რაინ-ვესტფალიაში გარდაიცვალა.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით დაუდგენელია.
გერმანიაში, მდინარე რურზე კაშხლის გარღვევის გამო, 700-მდე ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს










