წყალტუბოშს მუნიციპალიტეტში თეთრა მღვიმე გაიხსნა. ეკოტურიზმის ობიექტი 30 000 წლის წინანდელ მღვიმეს, ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველებასა და მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას გულისხმობა. ვიზიტორებს სპელეო-გამაჯანსაღებელი სეანსების მიღებაც შეეძლებათ.
“თეთრა მღვიმე ერთ-ერთია, რომელიც სწორედ კერძო ინიციატივით მოეწყო. ეს არის ახალი სიტყვა ეკოტურიზმში; აქ მოსულ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ არა მარტო მღვიმე, არამედ დააგემოვნონ ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინოები“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
თეთრა მღვიმე ვიზიტორების მიღებას სატესტო რეჟიმში დაიწყებს.მღვიმეში 15 000-მდე არქეოლოგიური მასალაა მოპოვებული, მათ შორის, პალეოლითელი ადამიანის იდაყვის ძვალი, რაც ადასტურებს, რომ მღვიმე პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელს წარმოადგენდა.