უახლოეს დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
სინოპტიკოსების ცნობით, 17 ივლისს, დასავლეთ საქართველოს ბარში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია. ტეპერატურა ღამით +24° იქნება, დღისით კი +34°.
17 ივლისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც. აქ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 34° იქნება.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +12°იქნება, ხოლო დღისით ჰაერი +33°-მდე გათბება.
18 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +39° იქნება, ღამით კი ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება.
უნალექო ამინდი იქნება 18 ივლისს დასავლეთ საქართველოშიც. ღამით ჰაერის ტემპერატურა +21°, ხოლო დღისით +38° იქნება.
უნალექო ამინდი იქნება დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც. ტემპერატურა ღამით +15° იქნება, დღისით კი ჰაერი +34°-მდე გათბება.
სინოპტიკოსები 19 ივლისსაც უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
აღმოსავლეთ საქართველოში 19 ივლისს მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +41°-ს მიაღწევს, ხოლო ღამით +25° იქნება.
დასავლეთ საქართველოში ღამით +23° , დღისით +39° იქნება.










