დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი ერთ ათეულს აღწევს.
“პირველი აცრის შემდეგ გვყავს კოვიდით გარდაცვლილები, სამწუხაროდ, დაახლოებით ერთი ათეულის ფარგლებში. ორჯერ აცრილებთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს კვლევა, შეიძლება იყოს ერთი, ვერ გეტყვით ჯერჯერობით დაზუსტებით”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში.










