LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვი­ცო­დით, რომ თუ იმ ჩიხ­ში გვი­პო­ვიდ­ნენ, ცო­ცხლებს არ დაგვტო­ვებ­დნენ – ანა სუბელია 5 ივლისს იხსენებს

ვი­ცო­დით, რომ თუ იმ ჩიხ­ში გვი­პო­ვიდ­ნენ, ცო­ცხლებს არ დაგვტო­ვებ­დნენ – ანა სუბელია 5 ივლისს იხსენებს

დაპოსტა 2021/07/15-ში
A A
86
ნახვა
გაზიარება

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ანა სუ­ბე­ლი­ა­ნი ოპე­რა­ტორ ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბა­სა და 5 ივ­ლი­სის აქ­ცი­ის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს აქ­ცი­ის დღეს მომ­ხდარ ამ­ბებს.

 

“უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბია. ვზი­ვარ სახ­ლში გა­მო­კე­ტი­ლი და კედ­ლებს ვას­კდე­ბი, ვტი­რი იმ­დენს, რომ აღარ ვიცი, რი­თი­ღა ვი­მარ­თლო თავი და­დას­თან, რო­გორ ავუხ­სნა, რო­გორ და­ვიც­ვა ისიც ტკი­ვი­ლის­გან. რამ­დენ­ჯერ­მე ისიც ამ­ყვა, სხვა შემ­თხვე­ვებ­ში ვე­ცა­დე სი­ცილ­ში გა­და­მეყ­ვა­ნა, სა­კუ­თა­რი ემო­ცი­უ­რო­ბა კო­ვი­დის­თვის და­მებ­რა­ლე­ბი­ნა და და­მე­ცი­ნა ამ მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის. ძი­რი­თა­დად ვერც ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი, ვარ საქ­მე­ებ­ში, რო­მელ­თა ნა­წილს უკვე ძა­ლით ვჩხრეკ, ან ფიქ­რებ­ში, რომ­ლე­ბიც მტან­ჯავს.

 

გუ­შინ ავ­დე­ქი და დღი­უ­რი დავ­წე­რე, რა­საც უიშ­ვი­ა­თე­სად ვა­კე­თებ. იმ დღი­ურ­ში ლექ­სოს გა­მო­ვემ­შვი­დო­ბე, მი­რან­და­საც ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბის გამო. მას ვნა­ხავ, ჩა­ვე­ხუ­ტე­ბი, ბევ­რს ვი­ლა­პა­რა­კებთ და ვი­ტი­რებთ ერ­თად, ალ­ბათ ვი­ცი­ნებთ კი­დეც. ლექ­სოს კი სამ­წუ­ხა­როდ არ­ცერ­თხელ არ შევ­ხმი­ა­ნე­ბი­ვარ, არც და­მიშ­ვია, რომ ასე­თი საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და, არც ვიც­ნობ­დი კარ­გად და თა­ვის­თვის მისი შე­წუ­ხე­ბის უფ­ლე­ბა არ მი­მი­ცია. ძა­ლი­ან მტკი­ვა ახლა ამის გამო გული, მაგ­რამ ვე­ღა­რა­ფერს ვი­ზამ. მთე­ლი ეს დღე­ე­ბია თვალ­წინ მიდ­გას ის წა­მე­ბი, როცა თურ­მე ლექ­სოს ასე იმე­ტებ­დნენ, მე კი და­თოს­თან და ეთოს­თან ერ­თად “სირ­ცხვი­ლი­ას” ოფი­სის უკან, ერთ-ერთ ეზო­ში კე­დელ­ზე აყუ­დე­ბუ­ლი სუნ­თქვას ვი­კა­ვებ­დი და ვლო­ცუ­ლობ­დი, რომ ვერ ვე­პო­ვეთ და რომ ჩემი შვი­ლის ნახ­ვა კი­დევ შემ­ძლე­ბო­და. ხმა გვი­ახ­ლოვ­დე­ბო­და, ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ხმა, მწვა­ლებ­ლე­ბის ხმა. ფე­ხე­ბი გვი­კან­კა­ლებ­და. ზუს­ტად ვი­ცო­დით, რომ გვე­ძებ­დნენ, რად­გან დაგ­ვი­ნა­ხეს და სა­ნამ გავ­რბო­დით, წა­მებ­ში ჩა­ლე­წეს კარი მუშ­ტე­ბით და ასე გა­ვე­შე­ბუ­ლე­ბი მოგ­ვდევ­დნენ. ვი­ცო­დით, რომ თუ იმ ჩიხ­ში გვი­პო­ვიდ­ნენ, ცო­ცხლებს არ დაგვტო­ვებ­დნენ. თურ­მე ზუს­ტად ამ დროს მათ ნა­წილს შე­ნო­ბა­ში­ვე ყავ­დათ მომ­წყვდე­უ­ლი მი­რან­და და ლექ­სო, რომ­ლე­ბიც ოფი­სი­დან გა­მოს­ვლი­სას ვერც კი და­უშ­ვებ­დნენ, რომ მათ ასე მო­ექ­ცე­ოდ­ნენ.

 

არა­ვინ შეგ­ვი­ფა­რა. ერ­თმა კაც­მა ისიც კი გვი­თხრა, რომ თუ არ წა­ვი­დო­დით, თა­ვად მოგ­ვკლავ­და. ეს იყო ყვე­ლა­ზე ამაზ­რზე­ნი რამ, რაც იმ დღეს მო­ვის­მი­ნეთ. ისღა დაგ­ვრჩე­ნო­და, შევ­ვედ­რე­ბო­დით, ჩუ­მად ყო­ფი­ლი­ყო და ჩვენ­თვი­საც იქვე ჩუ­მად დგო­მის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ე­ცა.

 

მა­რი­ამ­მა მოგ­ვა­კი­თხა ტაქ­სით, შე­ნო­ბი­დან გა­მოქ­ცე­ულ და მი­რან­დას მიერ გა­დარ­ჩე­ნილ კი­დევ ერთ ბი­ჭთან ერ­თად, რო­მელ­ზეც მი­რან­დას მო­ძა­ლა­დე­ე­ბის­თვის მო­უ­ტყუ­ე­ბია, აქ ცხოვ­რობ­სო. არც ახ­სოვს მგო­ნი ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე რომ ასე იხ­სნა. მან­ქა­ნა­ში მხო­ლოდ ეს ფრა­ზა ის­მო­და ჩვენ­გან “არ მჯე­რა”. მხო­ლოდ ამას ვამ­ბობ­დით, გა­უ­ჩე­რებ­ლად.

 

მერე კი იცით რე­ე­ბიც ხდე­ბო­და, გა­ე­როს ოფი­სი, ოფის­ში პა­ნი­კა, ამ დროს პრა­ი­დის ოფის­ში შეჭ­რის ამ­ბე­ბი, ნერ­ვი­უ­ლო­ბა ლეკვზე, რო­მე­ლიც იქ გვყავ­და და­ტო­ვე­ბუ­ლი და რო­მე­ლიც მხო­ლოდ იმი­ტომ გა­დარ­ჩა, რომ კარ­გი სა­მა­ლა­ვი იპო­ვა სა­დღაც კუ­თხე­ში. მერე იქი­და­ნაც გა­მოქ­ცე­ვა, და­თოს და თორ­ნი­კეს ცემა, ჩვე­ნი ის­ტე­რი­კა, მერე დამ­შვი­დე­ბა, რად­გან ცო­ცხლე­ბი არი­ან. გი­ორ­გის შემ­თხვე­ვი­თი გა­დარ­ჩე­ნის ამ­ბე­ბი, აქაც სა­ში­ნე­ლი შიში და თან სი­ხა­რუ­ლი, რომ ესეც და­უსხლტა, ვერ შე­უ­ვარ­დნენ მან­ქა­ნა­ში, თო­რემ მა­საც ხომ აუ­ცი­ლებ­ლად მოკ­ლავ­დნენ.

 

ამ ემო­ცი­ე­ბის ფონ­ზე, უკვე მე­სა­მე ლო­კა­ცი­ის­კენ მი­მა­ვა­ლი სა­შინ­ლად გა­წე­ლი­ლი გზა. ნი­ნი­ას მან­ქა­ნით თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში უკი­დე­გა­ნო სი­ა­რუ­ლი, და­მაბ­ნევ­ლად სი­ა­რუ­ლი, ვიწ­რო ქუ­ჩებ­ში, მერე ჩი­ხებ­ში აღ­მო­ჩე­ნა, უკან გა­მობ­რუ­ნე­ბა, თა­ვე­ბის ჩა­წე­ვა, რომ არა­ვინ დაგ­ვი­ნა­ხოს, რომ ვე­რა­ვინ ჩვენს კვალს ვერ გა­მოყ­ვეს. კვლავ მუდ­მი­ვი რეკ­ვა ერ­თმა­ნეთ­თან და გა­და­მოწ­მე­ბა, ხო ყვე­ლა ცო­ცხა­ლია. მხო­ლოდ და­ცუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ ვე­რა­ვინ გა­ი­გოს, სად ვართ, და მა­ინც, ყველ­გან გვაგ­ნე­ბენ მის­ვლი­დან 10 წუთ­ში.

 

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლში უკვე ძა­ლი­ან ბევ­რმა მო­ვი­ყა­რეთ ერ­თად თავი. მას­პინ­ძლე­ბი გვივ­ლიდ­ნენ, გვამ­შვი­დებ­დნენ. ჩვენ კი ძა­ლას ვიკ­რეფ­დით, რომ ღირ­სე­ბის მარ­შის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ბო­ლომ­დე მიგ­ვეყ­ვა­ნა და მალე გა­მოგ­ვექ­ვეყ­ნე­ბი­ნა. ესეც ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო. ვი­ცო­დით, რომ რის­კე­ბი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მსგავსს ვე­რა­ფერს წარ­მო­ვიდ­გენ­დით. არა­ვი­თა­რი სხვა არ­ჩე­ვა­ნი აღარ გაგ­ვაჩ­ნდა, ადა­მი­ა­ნებს ვერ გავ­წი­რავ­დით. ჩვენ უკვე გაგ­ვწი­რა ჩვენ­მა­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. სა­ჯიჯგნად მი­უგ­დო ჩვე­ნი თავი მო­ძა­ლა­დე­ებს, არა­ა­და­მი­ა­ნებს, არ­სე­ბებს, რომ­ლე­ბიც დე­და­მი­წას ამ­ძი­მე­ბენ და არა­ფე­რი სი­კე­თე არ მო­აქვთ სამ­ყა­როს­თვის.

 

და აი ამ ამ­ბებ­ში და ემო­ცი­ებ­ში ვართ, რომ აქაც ალ­ყა­ში ვექ­ცე­ვით, ასა­ფეთ­ქე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებს გვეს­ვრი­ან, ვარ­კვევთ, შე­უძ­ლი­ათ თუ არა, გად­მოძ­ვრნენ შე­ნო­ბა­ში… შე­ნო­ბა­ში, სა­დაც იმი­ტომ მო­ვე­დით, რომ შორი იყო და და­ცუ­ლი. არ­სად არ აღ­მოვ­ჩ­ნით და­ცუ­ლი. გვან­ცა შე­მო­ვარ­და, მუც­ლი­დან სის­ხლი სდი­ო­და და სა­ნამ შევ­კივ­ლე, აქეთ სცა­და ჩემი დამ­შვი­დე­ბა. ნი­კამ გაგ­ვიყ­ვა­ნა სას­წრა­ფო წე­სით “მთა­ვა­რი არ­ხის” მან­ქა­ნე­ბით. გვე­გო­ნა, ახლა მა­ინც ვიქ­ნე­ბით და­ცუ­ლე­ბიო, რომ უბე­დურ­მა შემ­თხვე­ვამ კი­ნა­ღამ იქვე წაგ­ვარ­თვა ადა­მი­ა­ნი. გა­დავ­რჩით, მხო­ლოდ მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით და­უძ­ვრა ჩვე­ნი ად­ვო­კა­ტი, გი­ორ­გი უზარ­მა­ზა­რი კა­რის და­ცე­მას და მის ქვეშ მო­ყო­ლას. იქაც აღარ ვი­ყა­ვით უსაფრ­თხოდ, კვლავ მოგ­ვი­წია სა­მოგ­ზა­უ­როდ წას­ვლა და ასე და­ფან­ტუ­ლებ­მა ვი­ა­რეთ მთე­ლი დღე ქა­ლა­ქის ერთი ბო­ლო­დან, მე­ო­რე ბო­ლო­ში… რვა ად­გი­ლი მო­ვიც­ვა­ლე, რვა!

 

მე­გო­ნა ამ­დე­ნი ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან უბ­რა­ლოდ მოვ­კვდე­ბო­დი, ვე­ღარ გა­ვუძ­ლებ­დი. გზა­დაგ­ზა ვი­გებ­დი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ცე­მის ამ­ბებს, რაც მა­გი­ჟებ­და. და მა­ინც, ლექ­სო­ზე და მი­რან­და­ზე არა­ფე­რი ვი­ცო­დი. მთე­ლი დღე ერ­თმა­ნე­თის ჯან­მრთე­ლო­ბის და სი­ცო­ცხლის გა­და­მოწ­მე­ბა­ში გა­ვა­ტა­რეთ და ბო­ლოს ისევ სირ­ცხვი­ლი­ა­ში მი­ვე­დით. ის იყო მა­შინ ჩემი სახ­ლი, ნავ­სა­ყუ­დე­ლი. ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც და­ი­წყეს ჩვე­ნი ნა­დი­რო­ბა, მა­ინც ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის ჩე­მი­ა­ნე­ბის, ჩემი მე­გობ­რე­ბის, თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის წყა­ლო­ბით. თან და­ცე­მუ­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და თან ბედ­ნი­ე­რი, რომ ყვე­ლა­ნი ცო­ცხლე­ბი გა­დავ­რჩით.

 

მომ­დევ­ნო დღე­ე­ბიც სულ ამით ვხა­რობ­დი, რო­გორ გაგ­ვი­მარ­თლა, რომ ყვე­ლა­ნი ცო­ცხლე­ბი გა­და­ვურ­ჩით ამ ჯო­ჯო­ხეთს-მეთ­ქი და, თურ­მე, ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თი ჯერ კი­დევ წინ იყო.

 

ბევ­რი მოვ­ყე­ვი, ვიცი, მაგ­რამ მჭირ­დე­ბა ამოთ­ქმა. მჭირ­დე­ბა დაც­ლა… იმა­ზეც მჭირ­დე­ბა სა­უ­ბა­რი, რო­გორ ვგრძნობ თავს, რო­გორც აქ­ტი­ვის­ტი, რო­გორც “თბი­ლი­სი პრა­ი­დის” წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­გორც ქვი­არ თე­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. აქაც ბევ­რი ფიქ­რი და ემო­ცია ირე­ვა. სულ იმა­ზე ფიქ­რი, რა იყო სწო­რი და რა არას­წო­რი, რა მო­ვი­პო­ვეთ და რა დავ­კარ­გეთ. რამ­დე­ნად აქვს ამ წუ­თას ჩემ­თვის ფასი იმ ძა­ლის­ხმე­ვას, რაც გა­ვი­ღე და რამ­დე­ნად ექ­ნე­ბა ფასი მას სა­მო­მავ­ლოდ…

 

გულ­წრფე­ლი რომ ვიყო, მი­ტო­ვე­ბუ­ლა­დაც ვგრძნობ თავს, იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლად. რამ­დე­ნი­მე დღეა, აი ასე ყვე­ლაფ­რის შე­დე­გად ერ­თი­ა­ნად ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლი ვზი­ვარ და ვუ­ყუ­რებ ტე­ლე­ვი­ზორს, ვუს­მენ პო­ლი­ტი­კო­სებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს და ვცდი­ლობ გა­ვი­აზ­რო, რა­ნა­ი­რად ხდე­ბა ის, რომ მთე­ლი ამ ამ­ბი­დან ჩვენ სრუ­ლე­ბით გავ­ქრით. მთე­ლი ის­ტო­რი­ი­დან, რო­მელ­საც ამ დღე­ებ­ში ვის­მენთ, ამოშ­ლი­ლია ქვი­ა­რე­ბის ბრძო­ლა, ბრძო­ლა თა­ნას­წო­რო­ბის­თვის, ბრძო­ლა სი­ძულ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი სი­ძულ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. გამ­ქრა­ლია მთე­ლი კონ­ტექ­სტი, მთე­ლი წი­ნა­პი­რო­ბა იმ ჯო­ჯო­ხე­თი­სა, რომ­ლის წი­ნა­შეც ახლა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თად ვართ. ყვე­ლა ცდი­ლობს გა­ექ­ცეს ჩვენს ხსე­ნე­ბა­საც კი, თით­ქოს არ ვარ­სე­ბობთ, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა ჩვენს თავს და ჩვენს შე­სა­ხებ. თით­ქოს სწო­რედ ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ბა­ზი­სო უფ­ლე­ბის წარ­თმე­ვის მიზ­ნით არ და­ატ­რი­ა­ლეს ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, სა­პატ­რი­არ­ქომ და ტე­რო­რის­ტებ­მა ძა­ლა­დო­ბის ქა­რიშ­ხა­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში. მარ­თლა ვერ ვხვდე­ბი, რა­ნა­ი­რად ყვე­ბა ყვე­ლა ამ ის­ტო­რი­ას ამის ხსე­ნე­ბის გა­რე­შე.

 

ამ დროს კი მთა­ვა­რო­ბა ღია ომს გვი­ცხა­დებს აქ­ტი­ვის­ტებს, ქვი­ა­რებს ქუ­ჩებ­ში კვლავ თავს ეს­ხმი­ან და არც მე­დი­ის­თვის და არც პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის ჩვენ არ ვარ­სე­ბობთ. ფე­რადთმი­ან ახალ­გაზ­რდებ­ზე თუ იტყვის ვინ­მე ორ სი­ტყვას, ესეც გვი­ხა­რია, რად­გან ყვე­ლამ ვი­ცით ამ კო­დურ ფრა­ზა­ში მხო­ლოდ ფე­რადთმი­ა­ნე­ბი რომ არ იგუ­ლის­ხმე­ბი­ან. ლექ­სო სწო­რედ ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი სი­ძულ­ვი­ლის შე­დე­გად დავ­კარ­გეთ. სწო­რედ იმ სი­ძულ­ვი­ლის, რო­მელ­საც წლე­ბია გა­აზ­რე­ბუ­ლად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აღ­ვი­ვებს ჩვე­ნი­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და სა­პატ­რი­არ­ქო და რო­მელ­საც სამ­წუ­ხა­როდ, მე­დი­აც თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად ხელს უწყობ­და მო­ძა­ლა­დე­ე­ბის­თვის სივ­რცის მი­ცე­მით.

 

წელს მე­დი­ამ შეძ­ლო და ამ მავ­ნე პრაქ­ტი­კა­ზე მაღ­ლა დად­გა, უარი თქვა ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის გა­შუ­ქე­ბა­ზე, სა­ოც­რად მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი აჩ­ვე­ნა, ღიად და მკა­ფი­ოდ დად­გა თა­ნას­წო­რო­ბის და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მხა­რეს და ალ­ბათ არც ეს აპა­ტი­ეს. მაგ­რამ ეს რე­ა­ლო­ბა ხომ არ­სად გამ­ქრა­ლა. თუ არ გა­ვი­აზ­რებთ და ხმა­მაღ­ლა არ ვე­ტყვით მთელს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ლექ­სო სწო­რედ ამ სი­ძულ­ვილ­მა იმ­სხვერ­პლა, თუ არ გა­ვი­აზ­რებთ იმა­საც, რომ რაც ხუთ­ში ვნა­ხეთ და გან­ვი­ცა­დეთ, ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, დე­ბის­თვის, ძმე­ბის­თვის, მე­გობ­რე­ბის­თვის, მე­ზობ­ლე­ბის­თვის – კონ­კრე­ტუ­ლად ქვი­არ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა, თუ ამ ყვე­ლა­ზე და­ჩაგ­რულ ადა­მი­ა­ნებს არ ვაგ­რძნო­ბი­ნებთ რომ მათ გვერ­დით ვართ, და და­ნარ­ჩენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც არ ვაჩ­ვე­ნებთ, რომ ფა­რად ამო­ვე­ფა­რე­ბით ყვე­ლას, ვი­საც ამ და­უმ­სა­ხუ­რე­ბელ სი­ძულ­ვილ­ში უწევს ცხოვ­რე­ბა, ხვალ კი­დევ გვე­ყო­ლე­ბა მსხვერ­პლი. სულ ამ ჩა­კე­ტილ წრე­ზე ვივ­ლით. ვერც ეს პრო­ტეს­ტი და ბრძო­ლა იქ­ნე­ბა გულ­წრფე­ლი. და თუ ბრძო­ლა არ არის გულ­წრფე­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი, ის წარ­მა­ტე­ბას ვე­რას­დროს მი­აღ­წევს.

 

ნუ და­ი­ვი­წყებთ ქვი­ა­რებს, რომ­ლე­ბიც მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე­ე­ბი არი­ან ამ უკი­დე­გა­ნო სი­ძულ­ვი­ლის და აგ­რე­სი­ის… ქვი­ა­რებს, რომ­ლე­ბიც მუ­დამ უდი­დე­სი რის­კის და ხში­რად, ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის ფა­სად დგა­ნან ყვე­ლა სა­მარ­თლი­ა­ნი ბრძო­ლის გვერ­დით! ნუ დაგ­ვი­ვი­წყებთ აქ­ტი­ვის­ტებს, ვინც სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­დავ­რჩით, ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მას ვცდი­ლობთ და ვი­საც ღია ომს გვი­ცხა­დებს სის­ტე­მა. ნუ გე­ში­ნი­ათ გულ­წრფე­ლო­ბის, ნუ გე­ში­ნი­ათ სი­მარ­თლის მხა­რეს დგო­მის, ნუ გე­ში­ნი­ათ, რომ ამის გამო ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი მოვა აქ­ცი­ა­ზე, ან ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი მოგ­ცემთ ხმას. ახ­ლა­ვე გვაჩ­ვე­ნეთ, რომ ხართ მათ გვერ­დით, ვის გვერ­დით დგო­მაც შე­იძ­ლე­ბა მომ­გე­ბი­ა­ნი არა, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნია. ახ­ლა­ვე გვაჩ­ვე­ნეთ, რომ ხართ პრინ­ცი­პუ­ლე­ბი და შე­უ­ვა­ლე­ბი სი­ძულ­ვი­ლის მთა­ვა­რი წყა­რო­ე­ბის მი­მართ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, კომ­ფორ­ტუ­ლია და ად­ვი­ლი მათ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, თუ არა. მოგ­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა გენ­დოთ! მხო­ლოდ სი­მარ­თლე და გულ­წრფე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ის, რაც ამ ბო­რო­ტე­ბა­ზე გა­მარ­ჯვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს. გულ­წრფე­ლო­ბა და სო­ლი­და­რო­ბა! სო­ლი­და­რო­ბა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ, ვი­საც ეს ჭირ­დე­ბა!”

გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია ხრამში ნაპოვნი მამაკაცის ვინაობა

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
ცნობილია ხრამში ნაპოვნი მამაკაცის ვინაობა
მთავარი

შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, ხრამ­ში 35 წლის მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი, სა­ვა­რუ­დოდ, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ხევ­ში გა­და­ვარ­და. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლი მა­მა­კა­ცი ნო­დარ მი­ქე­ლა­ძეა, რო­მე­ლიც სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და....

დაწვრილებითDetails

ხრამში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ხულოს მუნიციპალიტეტში ხრამში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.    

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
ქუთაისის მერია ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მერია ინფორმაციას ავრცელებს 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით. 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ეძღვნება ოჯახის სიწმინდის დღეს, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. 11:00 საათიდან მსვლელობის დასრულებამდე,...

დაწვრილებითDetails

16 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

16 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.     ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა...

დაწვრილებითDetails

ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
მთავარი

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.   გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს სტუ­დენ­ტი იყო და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი. გო­გო­ნა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და....

დაწვრილებითDetails

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   შესაძლოა, დღეს სხვადასხვა საკითხების მოგვარება ერთდროულად მოგიწიოთ. აკონტროლეთ ემოციები და საკუთარი შესაძლებლობები. ერთბაშად, რამდენიმე საქმის კეთება, ამ ეტაპზე, სავსებით შეუსაბამო და უადგილოა.   კურო   ცვლილებებისთვის კარგი დროა,...

დაწვრილებითDetails

17 მაისს გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღე გაგრძელდება… – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
მთავარი

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით 17 მაისს რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მსვლელობა 11:00 საათზე ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.  ...

დაწვრილებითDetails

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მე-8 ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მე-8 ახალგაზრდა გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა. “ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია, შესაბამისი პროცედურები გაგრძელდა ტრავმატოლოგიაში. ოპერაციების დასრულების შემდგომ,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის წერილს ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის სამადლობელ წერილს ავრცელებს: „ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის სამადლობელი სიტყვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XIV გაფართოებული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, ყვავილების მაღაზიაში ხანძარია

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ქუთაისში, ყვავილების მაღაზიაში ხანძარია
მთავარი

ქუთაისში, ბალახვანში ყვავილების მაღაზიაში ხანძარია. როგორც მეგა ტვ-ს წყარო უყვება , მაღაზია ხანძრის გაჩენის დროს დაკეტილი იყო. არსებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და პოლიცია.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"