ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ოპოზიციურ პარტიებსა და ტელევიზიებს ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით მიმართავს.
მიტროპოლიტი ამბობს, რომ ამის შემდეგ ასე “ამხელს” ყველას, ვინც მისი თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ წავა.
“ასე ჩავრთავ ხოლმე ლაივებს და არც მე დავიღლები თქვენს ლანძღვაში, მხილებაში. ლანძღვით თქვენ ილანძღებით და ყველაფერს მაკადრებთ. ეკლესიას ლანძღავთ. თქვენი სიტყვა, სიტყვის თვაისუფლებაა და ჩვენი დისკრიმინაცია. მალადეც თქვენ. როცა გინდათ, გველს ბულბულს დაუძახებთ,” – ამბობს ეპისკოპოსი.










