უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები კლანისა და ხელისუფლების გარიგების შედეგად დაინიშნენ – ამტკიცებენ საია-ში.
ახალგაზრდა იურისტების თქმით, მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა არც საერთაშორისო პარტნიორების და არც ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების მოწოდებები და მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები სასამართლოს მიმართ ნდობის კრიზისის პირობებში დაიწყო.
“შედეგად კიდევ უფრო მეტად გამყარდა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის პოზიციები უზენაეს სასამართლოში და კიდევ უფრო დაშორდა მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღების პერსპექტივას,” – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.