აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ “წაბლანაში” ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა. ამ დროისთვის ოჯახები თავს მეზობელს აფარებენ.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სრულად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები.
ხულოს მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის შესწავლა როს შემდეგაც დაზარალებულ ოჯახებს სარეზერვო ფონდიდან გაუწევენ დახმარებას.