ჟურნალისტების პროტესტი ქუთაისში, სადაც იუსტიციის მინისტრს ხელი მემორანდუმით ვისაც უნდა მოეწერა. მედიის წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრის ღონისძიების დაწყებამდე პრემიერმინისტრის გადადგომის და 5 ივლისს განვითარებული მოველენების დროს დამნაშავე ჯგუფების დასჯას მოითხოვდნენ, თუმცა მინისტრმა გეგმა შეცვალა და ღონისძიება გადაგეგმა და მედიის გარეშე ჩაატარა.
მედიის წარმოამდგენლებმა კი თავიანთი ღონისძიება მაინც ჩაატარეს.
“დღეს ამ დარბაზში იუსტიციის მინისტრს ხელი უნდა მოეწერა მემორანდუმისთვის, თუმცა ალბათ ის მიხვდა რომ აქ ჟურნალიატები დისკომფორტს შეუქმნიდნენ. ამიტომ მინისტრის დღის წესრიგი შეიცვალა. ჩვენ დღეს აქ მაინც ვამბობთ რომ ხელისუფლება, რომელიც ჟურნალიატებს არათუ არ იცავს მოძალადე ჯგუფებუსაგან, არამედ თავად ახალისებს ამ ჯგუფებს, იბრძვის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, მოძალადე ჯგუგები უნდა დაისაჯონ.” – განაცხადა ფორმულას ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ.










