,,მომივარდა სახლში, მოითხოვდა გავრცელებული მასალების წაშლას” – მერიის, ააიპ ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების, სპეციალისტი
ოთო კვალიაშვილი, რომელმაც თანმხლებ პირთან ერთად დღეს ქუთაისში მედიის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა, ჟურნალისტ ბუბა ჩივაძეს სახლში მიუვარდა.
როგორც ჟურნალისტი ამბობს ოთო კვალიაშვილი მასთან სახლში ორ პირთან ერთად არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა და დღეს მედიით გავრცებული მასალების წაშლას მოითხოვდა.
,,მომივარდა სახლში, იყო ჩხუბის და ორიმტრიალის ხასიათზე, მთხოვდა ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული მასალების წაშლას. შემდეგ დაიწყო მუქარა, თავს გაგიჩეჩქვავთ და ამობუგავთო.” – ამბობს ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე.
მისივე თქმით მან პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგადაც ოთო კვალიაშვილი განყოფილებაში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, დღეს ჟურნალისტების მიერ მერიის წინ ლექსო ლაშქარავას ხსოვნისადმი მიძღვნილ მდუმარე აქციაზე ოთო კვალიაშვილმა თანმხლებ პირთან ერთად ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც ცნობილია ამ ფაქტს მერიაში სწავლობენ. მედია გადაწყვეტილების მოლოდინშია.