“TV პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის გამო დათო კუტალაძეს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
მანამდე კი, დათო კუტალაძეს პროკურატურამ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “თბილისი პრაიდის” კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.










