Vivo-მ ახალი თაობის სმარტფონი წარადგინა, რომელშიც მფრინავი დრონია ჩამონტაჟებული. ამის შესახებ გამოცემა India Today იუწყება.
სმარტფონს სხეულის ქვედა ნაწილში აქვს ნიშა, სადაც კომპაქტური დრონია მოთავსებული.
მოწყობილობა შედგება ოთხი პროპელერისგან, ცალკეული ელემენტისგან, ორი კამერისგან, ინფრაწითელი სამი სენსორისგან.
კომპანიის ინფორმაციით, მოწყობილობა შექმნილია სიმაღლიდან ფოტოების და ვიდეოების დასაფიქსირებლად.
სავარაუდოდ, სმარტფონის კამერა კომპაქტური იქნება, მომხმარებლებს მისი მოხსნა შეეძლებათ და მასზე დამონტაჟებული მინი-დრონით იგი სიმაღლეზე აფრენას შეძლებს.
აღნიშნული პროექტის მიმართ ექსპერტები სკეპტიკურად არიან განწყობილები. მათი აზრით, სმარტფონის კამერას აქვს ძალიან კომპაქტური ზომები და მცირე წონა, ამიტომ ძლიერი ქარის დროს მას აფრენა გაუჭირდება და შესაძლოა დაზიანდეს კიდეც.










