,,მეგობრებო, დიდი მადლობა მოკითხვისთვის. კარგად ვარ. ხელი მომტეხეს, უბრალოდ.
თან ვეღარ გავიგე, მერამდენე მაიკა უნდა შევწირო ამ ქვეყანას.
p.s. არანაირი ხელწერილი არ დამიწერია. 2 საათი ახლობელთან ზარს ვითხოვდი და შენ ტელეფონს ვერ ვპოულობთო. მერე ტელეფონიც იპოვეს და, ალბათ იმ რაღაც ფურცელს თავად მოაწერეს ხელი.”-წერს ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა აქციის 12 მონაწილეს შორის, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ წამყვანი ირაკლი აბსანძეც დააკავეს.










